Thumbnail

მანჯუკიჩი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება! სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მარიო მანჯუკიჩი იუვენტუსში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
  • მანჩესტერ იუნაიტედს ხორვატი გასულ ზაფხულსაც სურდა 

მარიო მანჯუკიჩი გასულ ზაფხულს ახლოს იყო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ხორვატი იუვენტუსში დარჩა. ტურინში მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, მარიო სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. შემტევი ძირითად შემადგენლობაში თითქმის არასდროსაა და თამაშში სათადარიგო სკამიდანაც იშვიათად ერთვება. 

TuttoSport-ის ინფორმაციით, ‘წითელი ეშმაკები’ ისევ მიუბრუნდნენ ხორვატს და მის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მანჯუკიჩის აგენტმა ინგლისურ კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

33 წლის ფეხბურთელს შემოთავაზება გასულ თვეს ყატარის გუნდ ალ რაიანიდან ჰქონდა. კლუბი მარიოს ერთ წელიწადში ანაზღაურების სახით 7 მილიონ ფუნტს სთავაზობდა. იუნაიტედის ხელმძღვანელობა მანჯუკიჩს 6 ან 18-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს. 

რომელუ ლუკაკუს კლუბიდან წასვლის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერის გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს. ამას ემატება შემტევი მოთამაშეების ხშირი ტრავმები. შესაბამისად, ინგლისურ კლუბში მარიო მანჯუკიჩის დამატება ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

2018-19 წლების სეზონში ხორვატმა სერია A-ს 25 მატჩში 9 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჩეხეთი
  • ფრე
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები