Thumbnail

'არათუ წარმატება, არსებობაც წარმოუდგენელია' - ტორპედო დაშლის პირას

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ქუთაისის ტორპედო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც კლუბში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და დაშლის პირას მისულ გუნდზეა ლაპარაკი. ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და თუ უახლოეს პერიოდში ვითარებაა არ შეიცვალა, შესაძლოა, გუნდმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი ვერ ჩაამთავროს.

ქუთაისის ტორპედოს განცხადება

"კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, ტორპედოს ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. ტორპედოში ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ყველაზე მაღლა გულშემატკივრის ინტერესი იდგა... დრო გადიოდა, პრობლემები კი რჩებოდა!

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურადაა ჩართული ტორპედოს ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი დღემდე კერძო მფლობელობაშია და ფეხბურთის ფედერაცია არაა ვალდებული ფინანსურად დაგვეხმაროს, ტორპედო დახმარებას ყოველდღე გრძნობს.

თამაშიდან თამაშამდე, იქნება ეს ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, სფფ ტორპედოს ეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც ტორპედო მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის!

დღეს, კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ტორპედოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არათუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია".

❗️კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. "ტორპედოში" ფინანსურმა...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები