Thumbnail

რობერტო კარლოსი: დელ ბოსკემ იცოდა, რომ დილით ვარჯიშზე არ მივიდოდით

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბრაზილიელმა Canal 11-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა
  • რობერტო კარლოსმა მადრიდის რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა პორტუგალიურ Canal 11-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის მადრიდის რეალში გატარებულ წლებზე. კარლოსი სამეფო გუნდში 1996-2007 წლებში თამაშობდა, იმ პერიოდის რეალს კი ვარსკვლავური შემადგენლობის გამო "გალაქტიკოსს" უწოდებდნენ. ბრაზილიელმა მცველმა ყურადღება მწვრთნელებზე გაამახვილა…

რობერტო კარლოსი

“ვისენტე დელ ბოსკე უფრო მეგობარი იყო, ვიდრე - მწვრთნელი. მას შესანიშნავად ესმოდა ჩვენი და ამიტომ, გუნდში ჰარმონია იყო. არასდროს ნიშნავდა ვარჯიშებს დილით ადრე, რადგან იცოდა, რომ ვარსკვლავები არ მივიდოდნენ. ამიტომ, ხშირად ჩვენი ვარჯიშები საღამოს 5 საათზე იწყებოდა.

ყველაზე რთული ურთიერთობა ანტონიო კამაჩოსთან გვქონდა. შეეცადა, რომ მკაცრი ყოფილიყო, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა. შემოვიდა გასახდელში და გამოგვიცხადა, რომ იმ დღიდან ყოველ დილით 7 საათზე ბაზაზე უნდა ვყოფილიყავით. ეს აბსურდი იყო და ჩვენმა მეგობრობამ მხოლოდ 10 დღეს გასტანა.

რეალის საწვრთნელ ბაზაზე ყოველთვის იყო ლუდი და ღვინო. თავს უფლებას ვაძლევდით და სადილის შემდეგ, ცოტა ალკოჰოლსაც ვიღებდით. ვანდერლეი ლუშემბურგოს ეს არ მოეწონა და ერთ დღეს, ბაზაზე სასმელი აღარ დაგვხვდა. რა თქმა უნდა, ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა და ლუშემბურგომ რეალში მხოლოდ 3 თვე გაძლო”.

კომენტარები

ბოლო ამბები