Thumbnail

ცოლებს შორის დიდი განხეთქილება - კოლინ რუნის და რებეკა ვარდის სკანდალური ტვიტები

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯეიმი ვარდის და უეინ რუნის ცოლების ამბავი
  • კოლინ რუნი ამტკიცებს, რომ რებეკა ვარდი მასზე ინფორმაციას The Sun-ს აწვდიდა...

უეინ რუნის მეღულემ - კოლინ რუნიმ განაცხადა, რომ მისი დახურული ინსტაგრამის ანგარიშიდან, მისი ერთ-ერთი გამყოლი ('ფოლოუერი') მისი ე.წ. 'სთორების' შესახებ ინფორმაციას ტაბლოიდ The Sun-ს სისტემატიურად აწვდიდა.

"The Sun-ის სტატიებმა შემაწუხა, ყველა ჩემი 'ფოლოუერი' დავბლოკე, ერთის გარდა..." - წერს რუნი. "შემდეგ 5 თვე ყალბ კონტენტს ვტვირთავდი, რომელიც უმალვე ტაბლოიდში იბეჭდებოდა."

ჯეიმი ვარდი მეუღლესთან ერთად

"ყველა 'სთორი' რომელიც გამოვაქვეყნე, მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა ნანახი და ეს ერთი ადამიანია - რებეკა ვარდი!" - აცხადებს კოლინ რუნი და ჯეიმი ვარდის ცოლს ინფორმაციის ტაბლოიდისთვის მიწოდებაში ადანაშაულებს.

რებეკა ვარდი, თავის მხრივ ბრალდებას უარჰყოფს და ამბობს, რომ მის ინსტაგრამზე წვდომა რამდენიმე ადამიანს აქვს "ჩემ პროფაილზე წვდომა რამდენიმე ადამიანს აქვს, შეგეძლო დაგერეა და გეკითხა და გეთქვა ამ ყველაფრის შესახებ, ვწუხვა, რომ ეს გზა აირჩიე."

კომენტარები

ბოლო ამბები