Thumbnail

ხელბურთი | თეიმურაზ ორჯონიკიძე მოედანს დაუბრუნდა

  • საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშა
  • თეიმურაზ ორჯონიკიძემ ორ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი თეიმურაზ ორჯონიკიძე ტრავმისა და ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, უნგრეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ჩემპიონატის პირველ მატჩში ორჯონიკიძემ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მარცხენა ხელის მტევანზე ძვალი გაიტეხა და ერთი თვე ვერ თამაშობდა. ამ პერიოდში მისმა გუნდმა, ეროვნული ლიგის დებიუტანტმა ოროშჰაზიმ ოთხივე თამაში წააგო.

საქართველოს ნაკრების მარცხენა ინსაიდი დაბრუნდა თავის ყოფილ კლუბთან, ფერენცვაროშთან მატჩში, რომელშიც ოროშჰაზი 27-39 დამარცხდა, ქართველმა კი 4 გოლი გაიტანა. მომდევნო მეტოქე იყო შარშანდელი ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილე, სეგედი. ორჯონიკიძე აქაც საუკეთესო იყო 5 გოლით, თუმცა კლუბმა ისევ წააგო - 30-42.

სანაკრებო პაუზამდე ოროშჰაზი 18 ოქტომბერს სტუმრად ითამაშებს კომლოისთან, ჩემპიონატს კი 7-7 მოგებით ლიდერობენ ვესპრემი და სეგედი.

კომენტარები

ბოლო ამბები