Thumbnail

ახალი თავგადასავალი - პეტრ ჩეხი ჰოკეის თამაშს იწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 37 წლის მეკარემ საფეხბურთო კარიერა ზაფხულში დაასრულა
  • ჩეხი ბრიტანეთის მე-4 ლიგის ჰოკეის გუნდში ითამაშებს

ლონდონის ჩელსისა და არსენალის ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი ჰოკეის ბრიტანულ კლუბს შეუერთდა და ბრიტანეთის ჰოკეის ლიგის რანგით მე-4 დივიზიონში ითამაშებს. 37 წლის მეკარემ საფეხბურთო კარიერა 2019 წლის ზაფხულში დაასრულდა და ახლა სურს, რომ ბედი ჰოკეიშიც სცადოს.

ჩეხი მეკარე გილდფორდ ფენიქსის კარს დაიცავს. ის ძალიან ბედნიერია, რადგანაც იმ სპორტის სახეობაში შეუძლია საკუთარი თავის გამოცდა, რომელიც ბავშვობაში ძალიან უყვარდა.

''იმედი მაქვს, რომ ამ ახალგაზრდულ კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარები და როდესაც თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლებ. 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ეს ბრწყინვალე გამოცდილებაა იმ სპორტში, რომელიც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა'' - განაცხადა ჩეხმა ბრიტანული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ჩელსისთან ერთად ჩეხმა მეკარემ 13 ტიტული მოიგო: 4 პრემიერლიგა, 4 FA CUP, 3 ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა.

The Guildford Flames Ice Hockey Club 🏒 Getting ready for the new season Elite Ice Hockey League! 🔥 The DAVEART.com helmet is 🔝

Posted by Petr Čech on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები