Thumbnail

გიგა ჭიკაძე, მაიკ ტაისონი და ‘ჯოინთი’ - ქართველი მებრძოლის პოსტი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიგა ჭიკაძე აშშ-ში ლეგენდარულ მაიკ ტაისონს შეხვდა
  • ქართველი მებრძოლის პოსტები ‘რკინის მაიკზე’

MMA-ის ქართველმა მებრძოლი, ყოფილი კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე აშშ-ში ლეგენდარულ მოკრივეს, მაიკ ტაისონს შეხვდა. 31 წლის ქართველმა, რომელმაც სექტემბერში UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო, ფეისბუქზე ‘რკინის მაიკთან’ ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა პოსტით ‘ვის უნდა მაიკ ტაისონის ნახვა საქართველოში?’

ვის უნდა Mike Tyson-ის ნახვა საქართველოში?!🇬🇪

Posted by GIGA CHIKADZE on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

ჭიკაძის პოსტს, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება აქვს.

‘გიგა, კითხე რა ძმურად, მართლა 40k მარიხუანას ეწევა თვეში თუ გვაბოლებს დასავლური მედია?’ - ასეთია ერთ-ერთი კომენტარი, რომელსაც გიგა ჭიკაძე ასე პასუხობს: ‘მართალია!’

‘მაგიდაზე უდევს!’ - აკომენტარებს კიდევ ერთი მომხმარებელი.

მოგვიანებით, გიგა ჭიკაზემ ტაისონთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: რას იზამდით, მაიკ ტაისონს თქვენთვის ჯოინთი რომ შემოეთავაზებინა?” თუმცა, ეს პოსტი მალევე წაშალა.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა კოპენჰაგენში ჩაატარა. ქართველის მოწინააღმდეგე თავდაპირველად მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოპონენტის ტრავმის შემდეგ, ის მისმა მოგვარემ, ბრენდონ დევისმა შეცვალა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მებრძოლებმა სამი 5-წუთიანი რაუნდი ჩაატარეს, რის შემდეგაც მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა MMAJUNKIE-ს ჟურნალისტმა ჯონ მორგანმა ტვიტერზე დაწერა, რომ UFC-ის მსაჯებმა შედეგები არასწორად დათვალეს და გიგა ჭიკაძე ბრენდონ დევისთან ბრძოლაში გამარჯვებულად გამოცხადდა. UFC-მ ეს ინფორმაცია მალე ოფიციალურად დაასასტურა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჯორჯ მასვიდალი
  • ნეიტ დიასი

კომენტარები

ბოლო ამბები