Thumbnail
  • მარიო ლედესმას გუნდმა ამერიკელები 7-ჯერ დაალელოვა
  • ‘პუმები’ მეოთხედფინალში 16 წელში პირველად ვერ გავიდნენ

არგენტინის სარაგბო ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა ოფიციალურად დაასრულა.

“პუმებმა” ტურნირის მე-4 მატჩი კუმაგაიაში აშშ-სთან ჩაატარეს და იმის გათვალისწინებით, რომ პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვეს, იაპონიაში აღარაფერი ესაქმებათ.

ამერიკელებთან მატჩი სამხრეთამერიკელებისთვის იოლი გასეირნება გამოდგა. მარიო ლედესმას შეგირდებმა მეტოქე 7-ჯერ დაალელოვეს და 47:17 სძლიეს, დუბლის შესრულება კი ხოაკინ ტუკულეტმა და ხუან-კრუს მალიამ მოახერხეს.

📺 არგენტინა - აშშ 47:17 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ეს უკანასკნელი აღიარეს, სხვათაგან კი არგენტინელთა მგეზავის ნიკო სანჩსის გამორჩევაც შეიძლება, რომელმაც ლელო ხომ დადო და 5 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

ამგვარად, არგენტინამ C ჯგუფში ინგლისთან და საფრანგეთთან წააგო, ხოლო ტონგას და აშშ-ს სძლია და მე-3 ადგილის დაკავების ხარჯზე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა, თუმცა კი, ბოლო 16 წლის განნმავლობაში პირველად, ტურნირის მეოთხედფინალში ვერ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები