Thumbnail
  • თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნიდან წასვლაზე ფიქრობს
  • შპორტ ბილდის ინფორმაციით, მან კლუბის ბოსებს სთხოვა, ზამთარში გაუშვან

გერმანულმა სპორტულმა ჟურნალმა Sport Bild-მა დღეს დილიდან მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა: ჟურნალის ახალი ნომრის მთავარი თემა თომას მიულერია - გერმანელები წერენ, რომ 30 წლის შემტევმა მიუნხენური გრანდიდან წასვლა გადაწყვიტა. მან კლუბის ხელმძღვანელებს მიმართა თხოვნით, ზამთარში სხვა კლუბში გადასვლის ნება დართონ.

გასულ შაბათს, ჰოფენჰაიმთან წაგებულ მატჩში (1:2) მიულერი ზედიზედ მეხუთედ იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

Sport Bild-ის ახალი ნომრის პირველი გვერდი

მატჩის შემდეგ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა Sky-ს მიკროფონში ასეთი რამ თქვა: “როცა საჭირო იქნება, იგი აუცილებლად მიიღებს თავის წუთებს.” მიულერისთვის სამწუხაროდ, მისი თამაშის საჭიროებას კოვაჩი ზედმეტად იშვიათად ხედავს - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაიერნმა ფილიპე კოუტინიო გადაიბირა. თომასი დიდი ხანია, აღარ არის საუკეთესო ფორმაში. მისთვის წინა სეზონებიც რთული იყო, ახლა კი პირველად, სერიოზულად ფიქრობს ბაიერნიდან წასვლაზე.

არადა, მიულერი ბავარიულ გრანდში 10 წლის ასაკიდან თამაშობს და თუ 19 წლის მესამე მეკარე კრისტიან ფრიუხტლს არ ჩავთვლით, გუნდში უკანასკნელი ნამდვილი მიუნხენელია. რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ მიულერი ბაიერნიდან წასულიყო.

ყველაზე დიდი კრიზისი მიულერს კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. მაშინ თომასმა პირველად ისაუბრა იმის შესახებ, რომ კლუბს ის აღარ სჭირდებოდა, თუმცა მიუნხენიდან წასვლაზე მაშინაც კი არ უფიქრია - მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებები არ აკლდა.

ნიკო კოვაჩი თომას მიულერს ძალიან იშვიათად ათამაშებს

გასულ ზაფხულში, მისი გადაბირება მილანის ინტერს სურდა, წინა ზაფხულში კი ლივერპული და არსენალი ეპატიჟებოდნენ. ცნობილია, რომ 2015 წელს მანჩესტერ იუნაიტედი მიულერის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდა. მაშინ ბაიერნმა მის გაყიდვაზე კატეგორიული უარი თქვა - პირველ რიგში იმიტომ, რომ რეკორდმაისტერიდან წასვლას თვითონ თომასიც გამორიცხავდა.

ახლა კი, Sport Bild-ის ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ მიულერმა ზამთარში ბაიერნი დატოვოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები