Thumbnail

'კარგად უვარჯიშია' - ზაზა ფაჩულიამ ნიუ იორკის საფონდო ბირჟა გახსნა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა ფაჩულია ახალ როლში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში
  • ნიუ იორკის საფონდო ბირჟის ზარი ზაზამ დარეკა

გოლდენ სტეიტ უორიორსის ახალი კონსულტანტი ზაზა ფაჩულია ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. ზაზამ ნიუ იორკის საფონდო ბირჟის Opening Bell-ის სიმბოლურ აქციაში მიიყო მონაწილეობა. ზაზა გოლდენ სტეიტის პრეზიდენტ რიკ ველტსს ახლდა ნიუ იორკ სიტიში.

ნიუ იორკის ბირჟა ზაზამ გახსნა

NBC Sports ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგა: "ეტყობა ზაზამ რამდენიმე საათი ივარჯიშა ამ ცერემონიალისთვის, მისი ტაშისკვრა ძალზე სანახაობრივი იყო".

ნიუ იორკის საფონდო ბირჟამ ტრადიციულ ცერემონიალზე გოლდენ სტეიტი და კომპანია "ჩეისი" მიიწვია, Chase Center-ის გახსნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტი ოკლენდიდან სან ფრანცისკოში დაბრუნდა, სადაც ახალი დარბაზი გაიხსნა, რომელიც 18 064 მაყურებელს იტევს. ახალმა დარბაზმა პირველ თამაშს გუშინ უმასპინძლა, როცა უორიორსი ლეიკერსთან 101:123 დამარცხდა. 

NBC Sports აგრძელებს ხუმრობას: "ახლა ზაზას ძლიერი ალიბი აქვს, თუკი სტივ კერი კიდევ ერთხელ იკითხავს, გამაგებინეთ, რას აკეთებს ქართველი კლუბში".

მას მერე, რაც სტივ კერის გუნდს მოულოდნელად ცენტრების კრიზისი შეექმნა ტრავმების გამო, დაირხა ხმები, რომ ფაჩულია მოედანს დროებით დაუბრუნდებოდა. თამაშის სურვილი თავად ქართველმა კალათბურთელმაც გამოთქვა, რომელმაც ახლახან დაასრულა საკალათბურთო კარიერა, რომელიც მარტო NBA-ში 16 სეზონს ითვლის!

ნიუ იორკის საფონდო ბირჟის ტვიტერიდან

ისე, ფაჩულიას ახალ პოზიციაზეც არ უნდა გაუჭირდეს წარმატების მიღწევა. ყოველ შემთხვევაში, სტარტი შთამბეჭდავია.

გოლდენ სტეიტის ახალი ბიზნეს კონსულტანტი საფონდო ბირჟის შენობის წინ

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტმა, მისმა ყოფილმა გუნდმა, სადაც ორი საჩემპიონო სეზონი გაატარა, საკალათბურთო და ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე მიიწვია ქართველი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები