Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 8 ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის წინა, 6 ოქტომბრის ბილეთებიდან, მოგებასთან ყველაზე ახლოს სტუმრის, რეზო კიკნაძის ბილეთი იყო, რომელიც 5 პოზიციისგან შედგებოდა და ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,4 ჰქონდა. რეზოს არაზუსტი მხოლოდ ტიმი-ციციპასის მატჩის პროგნოზი ჰქონდა - ბერძენის მოგება. 

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,0 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

პირველ თამაშს ხელბურთში ჩემპიონთა ლიგიდან ჩავწერ. კრისტიანსტადი-კატედენის მატჩია. კრისტიანსტადმა სამივე თამაში წააგო - ორი გასვლა და ერთი ძლიერთან შინ. ვფიქრობ, რომ თავისი წასაგები თამაშობი უკვე წააგო და ახლა ამ ჯგუფის ყველაზე სუსტ გუნდს უნდა მოუგოს.

გადავალ ფეხბურთზე - ჰოლანდია-ჩრდილოეთ ირლანდია. ეს არის მატჩი, რომელიც ბევრ რამეს დაალაგებს თავის ადგილზე. მგონია, რომ ჰოლანდია შინ ჩრდილოეთ ირლანდიას არაბუნებრივი ანგარიშით მოუგებს. შეიძლება 5:0-ითაც, მაგრამ დავწერ, რომ მეტოქეს მინიმუმ ორი ბურთით დაამარცხებს.

ისევ ფეხბურთი - ჩვენი სავარაუდო მომავალი მეტოქე ბელარუსი ხვდება ესტონეთს. ესტონეთს რასაც ვუყურებ, ფეხბურთს ვერ თამაშობენ, ბელარუსმა კი ერთა ლიგაში თავისი ჯგუფი ხომ მოიგო და, ახლა ახალი მწვრთნელითაც მშვენივრად გამოდის. ბელარუსი ყოველთვის ძლიერი იყო და არის ესტონეთზე და ვფიქრობ, არც ამ საშინაო თამაშს დააყენებს ეჭვქვეშ.    

ჩემი კიდევ ერთი თამაში რუსეთი-შოტლანდიაა. არ მგონია, ძველი კარგი გუნდებიდან დღეს რომელიმე შოტლანდიაზე ცუდად თამაშობდეს. ამ შესარჩევში შოტლანდია არაფერი გუნდი არ არის, რუსეთი კი პირიქით, ყველას უგებს და ვფიქრობ, რომ შოტლანდიას, როგორც სტუმრად, სახლშიც მოუგებს. თან, რუსებს წინა მატჩში ყაზახეთთან გაუჭირდათ, ბოლოს მოიგეს, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება.   

ბოლო მატჩიც ხელბურთიდანაა - ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩი ბუქარესტი-როსტოვი. როსტოვი ძალიან კარგი გუნდია, ესპანელი მწვრთნელი დაუნიშნეს და უამრავი კარგი მოთამაშე ჰყავს. როსტოვმა შარშან ფინალი წააგო, მაგრამ წელს ჩემპიონობას უმიზნებს. ამ თამაშში როსტოვის X2-ს ავიღებ და ბილეთს ასე დავამთავრებ. 

დღეს გადაცემის სტუმარი "იმედის ფსონის" მაგისტრი, პროგნოზისტი გიორგი ჯაფარიძე (giorgi Sao Paulo) იყო, რომელმაც 5 თამაში ჩამოწერა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,7 გახლავთ

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 9,1 გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები