Thumbnail

'მშობლიურ' პროვინციაში - ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოსთვის მზადება დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 5-27 ოქტომბერს შემოდგომის ტურნე მიმდინარეობს
  • დღეს ტოჩინოშინი ტოჩიგის პროვინციაში ჩავა

ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წლის ბოლო ბაშოსთვის მზადება დაიწყო. 5-27 ოქტომბერს სუმოისტთა საშემოდგომო ტურნე (აკი ჯუნგიო) მიმდინარეობს, რომლის დასრულებისთანავე, 28 ოქტომბერს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება.

კოტონოვაკას წინააღმდეგ

ახალ ბანძუკეში ქართველი სუმოისტი აუცილებლად დაკარგავს ოძეკის (ჩემპიონი) ტიტულს, რადგან ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. მანამდე კი ტოჩინოშინი ოფიციალურად ისევ ოძეკია.

საშემოდგომო ჯუნგიუ იშიკავას პროვინციაში დაიწყო, ტურნეში ტოჩინოშინი და გაგამარუც (თეიმურაზ ჯუღელი) ჩაებნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს მცივრე ტრავმები აწუხებს. 

9 ოქტომბერს ჯუნგიო ქალაქ ოტავარას მიაღწევს, ეს კი ტოჩიგის პროვინციაა, ტოჩინოშინის კლუბის "კასუგანოს" მშობლიური პროვინცია - ტოჩინოშინის საბრძოლო სახელის პირველი ნაწილი - "ტოჩი" - სწორედ ამ პროვინციის სახელიდან მომდინარეობს.

თუმცა დღეისათვის ამ ტერმინს დაკარგული აქვს გეოგრაფიული მნიშვნელობა და კლუბიც ტოკიოშია დაბანაკებული.

ტოჩინოშინმა ამ დღეებში რამდენიმე საჩვენებელი ბრძოლაც გამართა, სადაც გამარჯვებას ან მარცხს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

📺 ტოჩინოშინის "ბრძოლა" აკი ჯუნგიოზე 

შეგახსენებთ, რომ წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო 10-24 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში გაიმართება. ტოჩინოშინს 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად. 

კომენტარები

ბოლო ამბები