Thumbnail

კარამოკო დემბელე არსენალში? უნაი ემერის ახალგაზრდა მოთამაშეები სურს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • დემბელემ პირველ პროფესიონალური კონტრაქტი 2018 წელს გააფორმა
  • გარემარბით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან

ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის გუნდის დაკომპლექტება ახალგაზრდა მოთამაშეებით სურს. ‘მეთოფეები’ სელტიკის ახალგაზრდა ფეხბურთელით, კარამოკო დემბელეთი დაინტერესდნენ.

ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს შოტლანდიური კლუბიდან 22 წლის კირან ტირნი დაიმატა, რომელშიც 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ლონდონური კლუბის გარდა, დემბელეთი პარი სენ-ჟერმენი და იუვენტუსი ინტერესდებიან.

კარამოკო დემბელეს სელტიკის U20 გუნდში დებიუტი 13 წლის ასაკში ჰქონდა. 16 წლის გარემარბმა პირველი პროფესიული კონტრაქტი 2018 წელს გააფორმა, რომლის თანახმადაც, კარამოკოს "პარკჰედზე" დარჩენა 2021 წლამდე მოუწევს. სელტიკში ბრენდან როჯერსის მისვლის შემდეგ დემბელე პირველ გუნდში დააწინაურეს. 

დემბელე ლონდონში დაიბადა, თუმცა 1 წლის ასაკში მშობლები საცხოვრებლად გლაზგოში გადავიდნენ და კარამოკოც თან წაიყვანეს. მას ნათამაშები აქვს ინგლისის U15 და შოტლანდიის U16 და U17 ნაკრებებში.   

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ავსტრალია
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები