Thumbnail

‘ვერ ვიტან, როგორც ადამიანს!’ - ეტო'ომ გვარდიოლა და მოურინიო ერთმანეთს შეადარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სამუელ ეტო’ომ ყოფილ მწვრთნელებზე ისაუბრა
  • კამერუნელს ხოსეპ გვარდიოლა არ უყვარს

ფეხბურთის ყოფილმა კამერუნელმა ვარსკვლავმა სამუელ ეტო’ომ თავის ყოფილი მწვრთნელების, ხოსეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. დღეს უკვე 38 წლის ეტო’ოს გვარდიოლა ბარსელონაში წვრთნიდა, მოურიონიო კი - მილანის ინტერში.

“პეპი მომწონს, როგორც მწვრთნელი, მაგრამ არ მიყვარს, როგორც ადამიანი. მე მის ხელში ფეხბურთის თამაში ვისწავლე. გვარდიოლა ფეხბურთელებს თავის სათქმელს სულ სხვანაირად ეუბნება, გაცილებით კარგად ახერხებს თავისი აზრების ინტერპრეტირებას,” - განაცხადა კამერუნელმა ‘მარკასთან’ ინტერვიუში.

'ჟოზეს მეთოდებმა შედეგი გამოიღო, ინტერში ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი'

ეტო’ო ინტერში 2009 წელს გადავიდა, სადაც ჟოზე მოურინიო დახვდა. კამერუნელმა ჟოზეს განსაკუთრებული მეთოდები გაიხსენა: “ერთი თვის განმავლობაში სკამზე ვყავდი და მსაჯის მიერ დამატებულ დროში მავალებდა გახურებას. ეს, რა თქმა უნდა, არ მომწონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მოურინიოს ასე სურდა ჩემი ფორმაში შეყვანა და უმაღლეს დონეზე დაბრუნება. მისმა მეთოდებმა შედეგი გამოიღო, ინტერში ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. თანაც, ყველაფერი მოვიგეთ. მაგარი მებრძოლი გუნდი გვყავდა!” - იხსენებს ეტო’ო.

სამუელ ეტო'ო და ჟოზე მოურინიო

თუმცა, კამერუნელი ექს-ფორვარდი საყვარელ მწვრთნელად არც მოურინიოს ირჩევს - მისი ფავორიტი ლუის არაგონესია, რომლის ხელმძღვანელობითაც ეტო’ო მალიორკაში თამაშობდა. 

“თუკი ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვეტ, რომ მწვრთნელი ვიყო, მაშინ მინდა, არაგონესის მსგავსი სპეციალისტი გავხდე,” - ამბობს კამერუნელი არაგონესზე, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები