Thumbnail
  • გერმანიისა და იტალიის ლეგენდების მატჩი 3:3 დასრულდა
  • გერმანია კანავაროს და პანუჩის ავტოგოლებით იგებდა
  • ტოტიმ, ტონიმ და ტომაზიმ თამაში შეატრიალეს
  • ფილიპ ვოლშაიდმა ბოლო წუთზე გაათანაბრა

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ლეგენდების ნაკრები, ე.წ. DFB-All-Stars ჩამოაყალიბა. ბუნდესგუნდის წარსულში ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, იტალიის ნაკრებთან (Azzurri Legends) გამართა.

იტალიელთა შემადგენლობაში 2006 წლის ბევრმა მსოფლიოს ჩემპიონმა ითამაშა - მათ შორის, ანდრეა პირლომ, ფრანჩესკო ტოტიმ, ფაბიო კანავარომ, ლუკა ტონიმ და სხვებმა. თამაშში, რომელიც საქველმოქმედო გახლდათ, გერმანიის ლეგენდების კაპიტანი იურგენ კლინსმანი იყო.

პირლოს და ტოტის შესანიშნავი პასები, იენს ნოვოტნის ბრწყინვალე პოზიციური თამაში დაცვაში, ლუკა ტონის და იურგენ კლინსმანის საგოლე ალღო - ფიურტის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა შესანიშნავი შოუ იხილეს.

ვეტერანებისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპის მიუხედავად, მატჩში 6 გოლი გავიდა. თავიდან გერმანელები იგებდნენ - კანავაროსა და პანუჩის უიღბლო ავტოგოლებით. თუმცა 42 წლის ტონიმ მისთვის იტალიელი ლეგენდები თამაშში მალევე დააბრუნა, ფრანჩესკო ტოტიმ კი ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე იტალიელები დაწინაურდნენ - დამიანო ტომაზიმ თავით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. მაგრამ როგორც გერმანელებს სჩვევიათ, არ დანებდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ფილიპ ვოლშაიდმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, 3:3.

📺 ნახეთ მატჩის მიმოხილვა

თამაშზე ჯამში 10 000 ევრო შეგროვდა. ეს თანხა ეგიდიუს ბრაუნის ფონდს (ინიციატივა ბავშვების ოცნებები) გადაეცა.

DFB-All-Stars 3:3 Azzurri Legends

გოლები: 1:0 კანავარო (10-ავტოგოლი), 2:0 პანუჩი (19-ავტოგოლი), 2:1 ტონი (21), 2:2 ტოტი (34), 2:3 ტომაზი (79), 3:3 ვოლშაიდი (91)

DFB-All-Stars: პერი ბროიტიგემი, რომან ვაიდენფელერი, ოლივერ ნოივილი, თომას ჰელმერი, გვიდო ბუხვალდი, პიოტრ ტროხოვსკი, ტორსტენ ფრინგსი, ულფ კირსტენი, ფილიპ ვოლშაიდი, მიხაელ შულცი, ჯერალდ ასამოა, თომას ბერთოლდი, მაურიციო გაუდინო, იენს ნოვოტნი, იურგენ კლინსმანი, ალექსანდერ ციკლერი, დავიდ ოდონკორი.
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი

Azzurri Legends: ანჯელო პერუცი, მარკო ამელია, კრისტიან პანუჩი, სალვატორე სკილაჩი, ფაბიო გროსო, ფედერიკო ბალძარეტი, ფაბიო კანავარო, პიეტრო ვიერხოვოდი, ანჯელო დი ლივიო, ჯენარო გატუზო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, ფაბრიციო რავანელი, მასიმო ამბროზინი, კრისტიან ძაკარდო, ლუიჯი დი ბიაჯო, ჯულიანო ჯანიკედა, ბრუნო კონტი, დამიანო ტომაზი, სტეფანო ფიორე, ჯანლუკა ძამბროტა, სიმონე პეროტა, ანდრეა პირლო, მორენო ტორიჩელი.
მწვრთნელი: ანტონიო კაბრინი.

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

📸 | გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები

კომენტარები

ბოლო ამბები