Thumbnail

მეტი პასუხისმგებლობა კავაის წასვლის შემდეგ - კაილ ლოურის ახალი კონტრაქტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კაილ ლოურიმ ტორონტო რეპტორსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
  • კავაი ლეონარდის წასვლის შემდეგ, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი ტორონტო რეპტორსი და გუნდის ვარსკვლავი კაილ ლოური ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ვადა 2021 წლამდე აქვს. ეს ინფორმაცია ESPN-მა ლოურის აგენტ მარკ ბარტელშტაინზე დაყრდნობით გაავრცელა.

33 წლის გამთამაშებელი ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის 31 მილიონ დოლარს მიიღებს, მომავალ სეზონში კი მას 33,4 მილიონს გადაუხდიან. ლოური, რომელმაც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ს ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა, წინა სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 14,2 ქულას, 4,8 მოხსნას, 1,4 ჩაჭრას და 8,7 პასს აგროვებდა. ჩინეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი 5-გზის ოლსტარმა ოპერაციის გამო გამოტოვა.

მას მერე, რაც ტორონტოს სუპერვარსკვლავი კავაი ლეონარდი ლოს ანჯელეს კლიპერსში გადავიდა, რეპტორსში კაილ ლოურიზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მასთან ერთად, გუნდის ბედი კამერუნელ პასკალ სიაკამსა და ესპანელ მსოფლიოს ჩემპიონ მარკ გასოლზე იქნება დამოკიდებული.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები