Thumbnail
  • რუბინი კლუბის ფეხბურთელების ნაკრებებში გამოძახებას პოსტერით გამოეხმაურა
  • რომელიც მოგვიანებით სოციალური მედიიდან წაშალეს

მსოფლიო ფეხბურთში სანაკრებო პაუზა იწყება, საქართველოს ნაკრები ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ევრო2020-ის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. ასევე ითამაშებენ საქართველოს ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრებებიც. სწორედ 19-წლამდელთა ნაკრებში არიან მიწვეულები რუბინის ახალგაზრდა ვარსკვლავები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. 

ეროვნულ ნაკრებებში გამოძახების თემას რუბინმა სოციალურ ქსელში პოსტერი უძღვნა, სადაც ის ქვეყნები, რომელთა ნაკრებებში რუბინის ფეხბურთელები არიან გამოძახებული, რუკებით არის ასახული. საქართველოს რუკა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად არის, თუმცა, მოგეხსენებათ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას არ ცნობს. აქვე რუსეთი ანექსირებულ ყირიმითან ერთად არის გამოსახული. რამდენიმე საათის შემდეგ რუბინის ოფიციალურ ტვიტერზე ეს პოსტი წაიშალა. 

შეგახსენებთ, რომ ახლახან ტამბოვთან მატჩში ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ის რუსული პრემიერ-ლიგის მე-12 ტურის სხვადასხვა სიმბოლურ ვერსიაში მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები