Thumbnail
  • აბუ დაბის გრანდ სლემი 24-26 ოქტომბერს გაიმართება
  • 10 ქართველი ძიუდოისტი გრანდ სლემზე

24-26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 2019 წლის IJF-ის ტურის ბოლოსწინა გრანდ სლემს მასპინძლობს, რომელშიც 107 ქვეყნის 672 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამ ტურნირზე:

საქართველოს ნაკრები აბუ დაბის გრანდ სლემზე

ვაჟები

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ: ლუკა მაისურაძე
90 კგ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ+: ლევან მატიაშვილი

ქალები

52 კგ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი

ამჟამად გრანდ სლემი ბრაზილიაში მიმდინარეობს, თუმცა შორი მანძილის გამო, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ იქ გამოსვლაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია ვაჟთა შორის ყველა წონაში მოპოვებული გვაქვს, გარდა 81 კილოსი. 

საქართველოს ნაკლები წლეულს კიდევ ოსაკას გრანდ სლემზე და ჩინეთში სეზონის დამასრულებელ მასტერსზე გამოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები