Thumbnail

ზირაქაშვილი ტურის სიმბოლურში – ქართველი მორაგბე 36 წლის ასაკშიც გამორჩეულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მონპელიეს ქართველმა ბურჯმა კლერმონთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა
  • დავით ზირქაშვილი ფრანგული გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავს

36 წლის ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კლერმონის ქართველმა მორაგბემ თავი მონპელიესთან მატჩში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 20:13 მოიგო. დავითს ლელო არ დაუდია, თუმცა, იმ 50 წუთის განმავლობაში, რაც მინდორზე გაატარა, უდიდესი სამუშაო გასწია.

დავით ზირაქაშვილმა (მარცხნივ) მინდორზე 50 წუთი გაატარა

საინტერესოა, რომ მონპელიელთა რიგებში 71-ე წუთიდან 22 წლის ქართველმა ბურჯმა უშანგი ჭეიშვილმა ითამაშა, რომელიც ფრანგულ გუნდში შარშანდელი სეზონიდან ირიცხება.

კლერმონმა ექვს ტურში 16 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 ოქტომბერს, სტუმრად, ბორდოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები