Thumbnail

შიდა სამუშაოები ბათუმის სტადიონზე - მშენებლობა დასკვნით ფაზაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი შენდება
  • ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის ლიდერია, ბათუმში კი ახალი, 20 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი შენდება. ერთი სიტყვით, აჭარის დედაქალაქში საფეხბურთო ბუმია. ბათუმის სტადიონის დირექტორის, ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს...

“დავიწყეთ მინდვრის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები. მინდვრის საფარისთვის გამოყენებულია პოას ჯიშის ბალახი. პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ შიდა სარემონტო სამუშაოებს: ვაწესრიგებთ გასახდელებს, საშხაპეებს, მსაჯათა და დოპინგ ოთახებს. მოედნის ფასადის მოსახვა და გადახურვა უმაღლესი ხარისხის არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ. გარე პერიმეტრზე ვგეგმავთ 1200 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობას. მოედანი სრულადაა ადაპტირებული და ეტლით მოსარგებლე პირებისთვის 60 ადგილია გამოყოფილი”. - განაცხადა ჯაბა სურმანიძემ. 

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 99 448 408.56 ლარი ჯდება და იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. გეგმის მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და 2020 წლის სექტემბერში დასრულდეს, მაგრამ როგორც ჩანს, სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები