Thumbnail

OOPS!...we did it again! - იუვემ ინტერს ისევ მოუგო და მაგრად დასცინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დიდი იტალიური დერბი ქვეყნის უცვლელი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. იუვენტუსმა ინტერს 'სან სიროზე' მოუგო და გათამაშების ცხრილის ლიდერის პოზიციაზე აინაცვლა. მილანურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში, იტალიურ სერიალში სადებიუტო მარცხი განიცადა - მარცხი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან იმაზე მწარე გამოდგა, ვიდრე ამის მოლოდინი ინტერის ქომაგებს შეიძლებოდა ჰქონოდათ.

'ჯუზეპე მეაცადან' სამი ქულა მაურიციო სარის გუნდმა გონსალო იგუაინის ზუსტი დარტყმის შედეგად წაიღო. შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა საყაიმო 1:1-ზე გაიტანა და იუვეს სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახა. მატჩი იუვემ მოიგო, საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წუთში კი საკუთარ სოციალურ ქსელებში აი ეს ვიდეო გააზიარა:

INTER-JUVE | OOPS!...WE DID IT AGAIN! 🤷‍♀

OOPS!...we did it again! 🤷‍♀ #InterJuve

Posted by Juventus on კვირა, 06 ოქტომბერი, 2019

"იუვემ საბოლოოდ მაინც გაგვიტანა, მათ მთელი თავიანთი მძიმე არტილერია გამოიყენეს, მათ გამოცდილების ხარჯზე იცოდნენ ასეთი სცენარით მიმდინარე თამაშზე კონტროლი როგორ დაემყარებინათ. ჩემს ფეხბურთელებზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი, ყველაფერი გაიღეს, ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი...

ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. იუვესთან ყოველთვის ვაგებდი არეცოთი და ატალანტათი როდესაც ვეთამაშებოდი. განცდილი მარცხის გამო იმედგაცრუებული ვარ და ეს იმიტომ არა, რომ სწორედ იუვენტუსმა მოგვიგო. ქედს ვიხრი მათ წინაშე." - თქვა მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ, რომელმაც თავისი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტურინული კლუბის სათავეში გაატარა (სერია A სამჯერ მოიგო) და რომლის ინტერმაც ბოლო დღეების განმავლობაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

იტალიის უმაღლესი დივიზიონის მატჩი ინტერს იუვესთვის 2016 წლის შემდეგ არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები