Thumbnail
  • ნიუკასლ იუნაიტედი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი
  • 1:0 - მეთიუ ლონგსტაფი (72)

პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩი მანჩესტერ იუნაიტედმა სენტ ჯეიმს პარკზე, ნიუკასლში გამართა და სტუმრად მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

იუნაიტედის მორიგ ინერტულ, უხასიათო მატჩში ანგარიში ნიუკასლელი დებიუტანტის - მეთიუ ლონგსტაფის გოლით გაიხსნა - 1:0 და ამავე ანგარიშით დასრულდა.

ლონგსტაფის უფროსი ძმა - შონიც ნიუკასლის აღზრდილია და დღეს იუნაიტედის წინააღმდეგ ცენტრში სტივ ბრიუსმა ორივე ძმა ერთად დააყენა.

თვითონ ბრიუსისთვისაც დღევანდელი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, იუნაიტედის ყოფილ კაპიტანს, მწვრთნელის რანგში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 23 მატჩი ჰქონდა გამართული და დღეს პირველად მოიგო.

საინტერესო ფაქტები

⚽ მას შემდეგ რაც სულშერი პერმანენტული კონტრაქტით დააჯილდოვეს, კლუბმა პრემიერლიგის 16 მატჩში მხოლოდ 17 ქულა მოიპოვა (4 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება).

⚽ იუნაიტედს პირველ 8 მატჩში მხოლოდ 9 ქულა აქვს, ამაზე ცუდი სტარტი კლუბს ბოლოს 1989-90 წლების სეზონის სტარტზე ჰქონდა - 8 ქულა.

⚽ სტივ ბრიუსმა, როგორც მწვრთნელმა დღეს იუნაიტედის წინააღმდეგ გამარჯვება პირველად იზეიმა - 23 მატჩის შემდეგ.

He's one of our own...

⚫⚪ He's one of our own... Watch brief highlights - including Matty Longstaff's goal on his Premier League debut - on NUFC TV now! ▷ https://www.nufc.co.uk/nufc-tv/highlights/man-united-h-brief-highlights-19-20/

Posted by Newcastle United on კვირა, 06 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები