Thumbnail

წვიმა და ფრე მთავარ მატჩში! დინამო ბათუმმა მოგება ხელიდან გაუშვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ფრე კოკპისპირულ წვიმაში - საქართველოს ჩემპიონატის მთავარი მატჩი დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის 1:1 დასრულდა! წვიმამ თამაშის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩს რუმინელი არბიტრები მოემსახურნენ. მთავარი მსაჯი მარსელ ბირსანი იყო, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ცალკე თემაა ბათუმელი გულშემატკივარი, რომელმაც მძიმე კლიმატურ პირობებში სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნა.

ასე წვიმდა ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში

პირველი ტაიმი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა. ბურთს სწორედ ბათუმელები აკონტროლებდნენ და მომენტებიც თბილისელთა კართან იქმნებოდა. გატანის რეალური შანსი ჰქონდა ვლადიმერ მამუჩაშვილს, რომელმაც თავით დაარტყა, ბურთი კი მეკარემ აიღო. შემდეგ, გაბრიელ რამოსმა დაარტყა შორი მანძილიდან და ისევ მეკარემ მოიგერია, რასაც ლევან გეგეჭკორის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. ჯამში, ბათუმელებმა შესვენებამდე 5-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, თბილისელებმა კი - არცერთხელ.

რამოსის და გეგეჭკორის მომენტები

მეორე ტაიმში თამაში იდენტური სცენარით გაგრძელდა. ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ, რაც 56-ე წუთზე დაუფასდათ. მასპინძლეთა მორიგი იერიში ფლამარიონ ჯოვინოს დარტყმით დასრულდა, ბურთი დინამო თბილისის მცველს ხელზე მოხვდა, რუმინელმა არბიტრმა კი თერთმეტმეტრიანი ბევრი ფიქრის გარეშე დანიშნა. ბურთთან ჯოვინო მივიდა და მარტივად გაიტანა.

ვიდეო: 1:0 ჯოვინო (56)

თბილისელების ესპანელმა მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს და ამან შედეგი გამოიღო. 79-ე წუთზე, გიორგი ზარიას ნაცვლად, თამაშში ლევან მჭედლიძე ჩაერთო და ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა. ემპოლის ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე ოთხი წუთის შესული იყო, როდესაც ოლექსანდრ კომპლიენკოს პასის შემდეგ, ფიზიკურად აჯობა მცველს და პირველი გოლი გაიტანა ახალი გუნდის შემადგენლობაში.

1:1 მჭედლიძე (83)

მატჩი, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, ფრედ დასრულდა, სატურნირო ცხრილში კი სტატუსქვო შენარჩუნდა. ორივე დინამოს აქტივში 30 მატჩი და 62 ქულაა. წინ 6 ტურია, რომელიც გამოავლენს საქართველოს ჩემპიონის ვინაობას. მცირე უპირატესობას ბათუმელები ფლობენ, რადგან ურთიერთშეხვედრებში ფორა აქვთ და თუ ლიდერებმა ჩემპიონატი თამაბარი ქულებით დაასრულეს, ჩემპიონი გია გეგუჩაძის გუნდი გახდება.

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

დინამო ბთ. 1:1 დინამო თბ.

გოლი: 1:0 ჯოვინო (56-პენ), 1:1 მჭედლიძე (83)

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ტეიდი, მამუჩაშვილი - რამოსი, ჯოვინო, მანჯგალაძე (86. ჯიღაური) - დვალიშვილი (88. გაფრინდაშვილი).

დინამო თბ. (4-2-3-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო - ნინუა, პაპავა - დაფე (70. კუხიანიძე), ზარია (79. მჭედლიძე), ქიმაძე - კარიკარი (90. შიშკა).

 

კომენტარები

ბოლო ამბები