Thumbnail

8 ქულიანი ჩამორჩენა ლივერპულთან! სიტი სახლში ვულვზთან დამარცხდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მანჩესტერ სიტი 0:2 ვულვერჰემპტონი
  • 0:1 - ტრაორე (80), 0:2 - ტრაორე (94)

პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩში მანჩესტერ სიტი სახლში, ეტიჰად სტედიუმზე ვულვერჰემპტონთან - 0:2 დამარცხდა, შედეგად ლივერპულთან ქულათა სხვაობა 8-მდე გაიზარდა.

შეხვედრაში დუბლი გაიტანა ვულვზის ესპანელმა ლეგიონერმა - ადამა ტრაორემ გაიტანა, ორივე შემთხვევაში ბარსელონას აღზრდილის საგოლე პასი რაულ ხიმენესმა გადააწოდა.

გასულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა სიტიში ცენტრალური მცველის პრობლემა - ჯონ სტოუნსის და ლაპორტის ტრავმების შემდეგ, ცენტრში ადგილს ოტამენდი და ფერნანდინიო იკავებენ.

დღევანდელი მარცხის შემდეგ სიტი ლივერპულს უკვე 8 ქულით ჩამორჩება და სანაკრებო შესვენებას კლუბი ასეთი სხვაობით შეხვდება. შემდეგ მატჩს მანჩესტერელები გასვლაზე კრისტალ პალასის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საინტერესო ფაქტები

⚽ გასული სეზონიდან მოყოლებული ვულვზს პირველი ექვსეული წინააღმდეგ (არა პირველი ექვსეულის გუნდებიდან) ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული - 20.

⚽ სიტიმ პრემიერლიგის მატჩი სახლში ისე, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო 2016 წლის შემდეგ პირველად წააგო.

⚽ პეპ გვარდიოლას ნუნო ესპირიტო სანტოს წინააღმდეგ პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების მხოლოდ 25% აქვს მოგებული, ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ რონალდ კუმანის - 0% და იურგენ კლოპის - 22% წინააღმდეგ აქვს დაფიქსირებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები