Thumbnail

დიდი თოლია ტრიბუნაზე - ბათუმელი პირატების შოუ დინამო თბილისთან მატჩის წინ

  • 'შავი ზღვის პირატების' წარმოდგენა დინამო თბილისთან მატჩის წინ
  • დინამო ბათუმის ქომაგებმა ანგისას ბაზაზე ბრწყინვალე გარემო შექმნეს

ბათუმში საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი მიმდინარეობს: ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, დინამო ბათუმი და დინამო თბილისი ხვდებიან.

ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ცენრალური მატჩი ბათუმელი გულშემატკივრების მორიგი შესანიშნავი პერფორმანსით დაიწყო. ‘შავი ზღვის პირატებმა’ ანგისას ბაზის ტრიბუნაზე დიდი, 9-მეტრიანი თოლია წარმოადგინეს. როგორც იცით, თოლია დინამო ბათუმის ლოგოზეა გამოსახული.

ბათუმელ გულშემატკივრებს ადრეც არაერთხელ გაუკეთებიათ სხვადასხვა სახის პერფორმანსები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველოში ყველაზე გამორჩეულები არიან. აღსანიშნავია, რომ ანგისას ბაზას ტრიბუნა დინამო თბილისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაივსო.

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმის ფან კლუბი "პირატები" 2011 წელს შეიქმნა და მას შემდეგ კლუბს ყველა მატჩზე თან ახლავს და ქომაგობს.

კომენტარები

ბოლო ამბები