Thumbnail

ტრიუმფი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან - ოსაკამ ზედიზედ მე-2 ტიტული მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნაომი ოსაკა 3:6, 6:3, 6:2 ეშლი ბარტი
  • 21 წლის იაპონელ ჩოგბურთელს 5 მოგებული ტურნირი მოუგროვდა
  • ნაომი ოსაკა განახლებულ რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს

იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 8 285 274 დოლარი) მოიგო.

21 წლის აზიელმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული გახლავთ, ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან, როლან გაროსის ჩემპიონ – ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და მართალია, სასტარტო სეტი წააგო, საბოლოოდ, 3:6, 6:3, 6:2 იმარჯვა.

You missed the moment where Naomi Osaka clinched it? Worry no more, here it is again :) Congrats to our 2019 champion! Also congrats to Ash Barty for such a great week.

Posted by China Open on კვირა, 06 ოქტომბერი, 2019

ფინალამდე, ნაომიმ ჯესიკა პეგულას (აშშ), ანდრეა პეტკოვიჩს (გერმანია), ელისონ რისკეს (აშშ), ბიანკა ანდრეესკუს (კანადა) და კაროლინ ვოზნიაცკის (დანია) აჯობა.

შედეგად, იაპონელ ვარსკვლავს ზედიზედ მოგებული 10 მატჩი და 2 ტურნირი მოუგროვდა (სექტემბერში მან იაპონიის ქალაქ ოსაკაში იმარჯვა). მიმდინარე სეზონში ნაომის უკვე 3 ტიტული აქვს, კარიერაში კი - 5.

ოსაკამ მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ ჩოგბურთელს კარიერაში უკვე მეორედ აჯობა, რისი წყალობითაც, 610 ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში მეოთხედან მე-3 პოზიციაზე აინაცვლა.

ნაომიმ უკან უკრაინელი ელინა სვიტოლინა მოიტოვა, მის წინ კი, მხოლოდ ხსენებული ბარტი და ჩეხი კაროლინა პლისკოვა არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები