Thumbnail
  • 📅 6 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V სევილია
  • ბარსელონას საკადრო პრობლემები აქვს

ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურს "კამპ ნოუზე" ბარსელონა და სევილია დაასრულებენ. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ზუსტად 13 ქულა აქვს სევილიასაც. ხულიენ ლოპეტეგის გუნდმაც იმარჯვა ბოლო ტურში. ლა ლიგის სტარტი ისეთი გამოვიდა, რომ ცხრილის ზედა ნაწილში უდიდესი სიმჭიდროვეა. 

ბარსელონას ლეო მესი მწყობრში ჰყავს, მან უკვე ითამაშა ინტერთან ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდს დაუბრუნდა უსმან დემბელეც. ასე რომ, შეტევაში უკვე დიდი არჩევანია: მესი და სუარესი ხელშეუხებლები არიან, აი, მესამე ადგილისთვის კი დემბელე და გრიზმანი იბრძოლებენ. 

ჟორდი ალბამ ვარჯიში განაახლა, თუმცა მისი თამაში მაინც საეჭვოა

საკადრო პრობლემები "ბლაუგრანას" ახლა დაცვაში აქვს - არ იქნებიან კლემან ლონგლე (დისკვალიფიკაცია), სამუელ უმტიტი, ჟუნიორ ფირპო და ჟორდი ალბა. ოთხი მცველი, რომელიც ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება. 

ამ დროს სევილიას ერთადერთი საკადრო პრობლემა აქვს, შესაძლოა, ვერ ითამაშოს დანიელ კარისომ. 

ერნესტო ვალვერდე

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "როცა ბარსელონაში ხარ, ორშაბათს შეიძლება, ფსკერზე აღმოჩნდე, ხოლო პარასკევისთვის - სამოთხეში. ასევე პირუკუ მიმართულებით. ახლა ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და გვსურს კარგი თამაში სევილიასთანაც ვაჩვენოთ. სევილიასთან მატჩები ყოველთვის ინტენსიური და დამღლელია".

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ტოდიბო, სერხი რობერტო - არტური, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - მესი, სუარესი, გრიზმანი 

სევილია (4-3-3): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, რეგილონი - ბანეგა, ფერნანდო, ჟორდანი - ოკამპოსი, ლ. დე იონგი, ნოლიტო

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონასა და სევილიას ბოლო მატჩი "კამპ ნოუზე" იანვარში სამეფო თასზე შედგა - კატალონიელებმა მეტოქე 6:1 გაანადგურეს. 

⚽ მაშინ სევილიელთა კარში გოლები 6-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის სუარესმა და მესიმ. 

⚽ ლა ლიგაში ბარსელონას ბოლო სამ საშინაო თამაშში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ბარსელონა ლა ლიგაში ბოლო 66 მატჩიდან 60-ში არ დამარცხებულა.

⚽ ბარსამ სევილიას შინ ბოლო ხუთ მატჩში პირველი ტაიმებიც მოუგო და მთლიანი მატჩებიც.

⚽ ბარსელონამ სევილიასთან ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში 2 ან მეტი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები