Thumbnail

ევროპალიგიდან ეროვნულ ლიგაში - დინამოების დუელს რუმინელი არბიტრი განსჯის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 6 ოქტომბერს ბათუმში ლიდერთა დაპირისპირება გაიმართება
  • ტურის ცენტრალურ მატჩს რუმინელი არბიტრი განსჯის

6 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის დინამო თბილისის დინამოს უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, ლიდერთა დაპირისპირებას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კი მარსელ ბირსანი იქნება, მას ურზიკა და გრიგორიუ დაეხმარებიან. რაც შეეხება, მე-4 მსაჯს, ის ირაკლი კვირიკაშვილია.

მარსელ ბირსანი 37 წლისაა. ის ახლახან უეფას ევროპალიგის მატჩის, ვიტორია-აინტრახტი მე-4 მსაჯი იყო. ამ სეზონში ბირსანმა 6 მატჩი იმსაჯა, მან 33 ყვითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს, ერთი კი მოედნიდან მეორე ყვითლისთვის გააძევა. 

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 61-61 ქულა აქვს. 

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები