Thumbnail

პოჩეტინოს უშვებენ? ტოტენჰემმა კვლავ დიდი ანგარიშით წააგო და ლორისიც დაკარგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბრაიტონი 3:0 ტოტენჰემი
  • მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ორ მატჩში 10 გოლი გაუშვა
  • უგო ლორისის საშინელი შეცდომა და ტრავმა

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემი ბრაიტონს ესტუმრა და სენსაციურად დამარცხდა - 0:3. ლონდონურ კლუბს 8 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და პრემიერლიგაში სტუმრად ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე არგენტინელი სპეციალისტის გუნდი ლონდონში ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვა - 2:7. 

მე-3 წუთზე უგო ლორისმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ნილ მოუპეისთვის გოლის გატანა უიოლესი საქმე იყო. ლორისმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მალე ფრანგმა გოლკიპერმა მოედანი დატოვა. მას ხელი აქვს მოტეხილი და დიდი ხნით მოუწევს იძულებითი უქმობა.

32-ე წუთზე აარონ კონოლიმ დამატებაზე იყოჩაღა, ამჯერად შეცდა შეცვლაზე შემოსული მეკარე პაულო კასანიგა, ხოლო 65-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა. 

ბრაიტონის ფანები ეშხში შევიდნენ: "შვიდი, შვიდი გოლი გვინდა" - გაიძახოდნენ ისინი, ხოლო სტუმართა არგენტინელ თავკაცს უყვიროდნენ - "დილით მოხსნილი იქნებიო". 

პოჩეტინოს გუნდმა ორ მატჩში 10 გოლი გაუშვა

მაურისიო პოჩეტინო: "მოხსნის არ მეშინია. ცხოვრებაში სულ სხვა რამეები უფრო მადარდებს, ვიდრე საფეხბურთო პრობლემები. ფეხბურთი კი თამაშია, რომელსაც ხან იგებ, ხან კი აგებ. ფეხბურთში უნდა იყო ძლიერი, არაფერს შეუშინდე და არც გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდეს".

ბრაიტონი 3:0 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 მოუპეი (3), 2:0 კონოლი (35), 3:0 კონოლი (65)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი (8. კასანიგა) - სისოკო, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - ნდომბელე (46. ვინკსი), დაიერი - ლამელა, ერიკსენი, სონი (73. ლუკას მოურა) - კეინი

კომენტარები

ბოლო ამბები