Thumbnail

იაპონიამ მე-3 თამაში მოიგო - მასპინძლებს საფრთხე მაინც ემუქრებათ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონელებმა ბონუს ქულა აიღეს და ჯგუფში მესამე თამაშიც მოიგეს
  • მასპინძლების მეტოქე ბოლო ტურში შოტლანდიის ნაკრები იქნება 

იაპონიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. იაპონელებმა რუსეთისა და ირლანდიის ნაკრებების დამარცხების შემდეგ, სამოას ნაკრებსაც მოუგეს და ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.

მასპინძლებმა ბონუს ქულა მატჩის ბოლო წუთებზე მოიპოვეს. კენკი ფუკუოკამ და კოტარო მაცუშიმამ აზიელებს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანეს და იაპონიამ შეხვედრა 38:19 მოიგო.

იაპონიის ნაკრები ჯგუფში 14 ქულით პირველ ადგილზეა. მასპინძლები ბოლო ტურში შოტლანდიას ხვდებიან. შარშანდელი მსოფლიო თასის მსგავსად, არსებობს შანსი, რომ იაპონია სამი მოგების მიუხედავად, ჯგუფში ჩარჩეს. იმ შემთხვევაში თუ ირლანდია სამოას ბონუს ქულით მოუგებს, ''სამყურები'' 16 ქულას დააგროვებენ. შოტლანდიას კი დარჩენილ ორ ტურში ბონუს ქულით მოგება დასჭირდება, რათა 15 ქულა დააგროვოს და ჯგუფიდან გავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები