Thumbnail
  • ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასის პლეი ოფიში გასული პირველი გუნდია 
  • ედი ჯონსის გუნდმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდო და 29 ქულით დაამარცხა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის მე-3 ტურში არგენტინას 29 ქულით, 39:10 სძლია და პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ედი ჯონსის გუნდმა მეტოქეს პირველი ტაიმი 15:3 მოუგო, ხოლო მეორე ნახევარში სამხრეთამერიკელებს კიდევ 4 ლელო დაუდო და მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სემ ანდერჰილი გახდა. ინგლისელთა მეტოქე პლეი ოფში D ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნება. სავარაუდოდ, ''ბორჯღალოსანთა'' ჯგუფში მეორე ადგილს ავსტრალია დაიკავებს და მეოთხედფინალში ინგლისისა და ავსტრალიის დაპირისპირებას ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები