Thumbnail

ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებში დუბლით მოდის - ელგუჯას სუპერმატჩი ყაზახეთში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის სუპერლიგის 29-ე ტურში დუბლი მიითვალა
  • ქართველმა ფორვარდმა თარაზს სტუმრად ოკჟეტპესთან გამარჯვება მოუტანა

საქართველოს ნაკრებში, ირლანდიასა და გიბრალტართან მატჩებისთვის გამოძახებული ელგუჯა ლობჯანიძე ეროვნული გუნდის შეკრებაზე დუბლით მოდის. ყაზახურ თარაზში მოთამაშე 27 წლის თავდამსხმელმა თავის გუნდს 29-ე ტურის მატჩში, სტუმრად ოკჟეტპესთან დრამატულ მატჩში გაამარჯვებინა.

📺 ლობჯანიძის დუბლი ეკჟეტპესთან

მასპინძლები ორბურთიან უპირატესობას უკვე 28-ე წუთისთვის ფლობდნენ, შესვენებამდე კი თარაზმა ერთი გოლი გაქვითა. მეორე ტაიმში სტუმრები კაცნაკლულნიც დარჩნენ, თუმცა ამის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა, ორჯერ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ლობჯანიძემ 66-ე წუთზე, ძელიდან გამოვარდნილ ბურთს მიუსწრო, 90-ეზე კი წინ გამოსულ მეკარეს აჯობა და შორი მანძილიდან შეაგდო.

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის სუპერლიგაში დუბლი პირველად მიითვალა, სულ კი მის ანგარიშზე 21 მატჩში გატანილი 8 გოლი და 2 საგოლე პასია. 

ქართველი თავდამსხმელი ყაზახური გუნდის ლიდერია 

თარაზს ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებული 29 მატჩის შემდეგ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 19 ოქტომბერს, ლობჯანიძის გუნდი შინ ყარაღანდის შახტიორს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 12 ოქტომბერს ირლანდიას უმასპინძლებს, 15-ში კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისმა მომავალი მატჩებისთვის გუნდში ელგუჯა ლობჯანიძეც გამოიძახა

კომენტარები

ბოლო ამბები