Thumbnail

'მატჩის დღე' - ბარსელონამ თავისი დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონამ ბოლო წლებში კლუბის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
  • ფილმის პრემიერა ნოემბერში იგეგმება, ამჟამად კი მისი თრეილერი გამოქვეყნდა
  • ცრემლები ენფილდის გასახდელში, ვალვერდეს ემოციური გამოსვლა და სხვა

ბარსელონამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ბოლო წლებში კლუბის ცხოვრებაა გადმოცემული და ასახულია მოვლენები როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

კატალონიური კლუბის ფილმის პრემიერა, რომლის სახელწოდებაა "მატჩის დღე", ამ წლის ნოემბერშია დაგეგმილი, ამჟამად კი მისი თრეილერი გამოქვეყნდა.

ფილმში ნაჩვენებია, როგორი ურთიერთობა აქვთ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს გასახდელში, გუნდის ემოციები მატჩების შემდეგ, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალში, ლივერპულთან მწარე მარცხის (3:0, 0:4) შემდეგ. ასევე, როგორც ატარებენ თავისუფალ დროს ფეხბურთელები "კამპ ნოუს" და საწვრთნელი ბაზის გარეთ.

თრეილერში წარმოდგენილია სცენა "ენფილდის" გასახდელიდან: დამწუხრებული ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი და ფილიპე კოუტინიო. ასევე - ბარსელონას ფეხბურთელების სცენები "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშისა და "სანტიაგო ბერნაბეუზე", რეალთან მატჩის შემდეგ.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში გასული 7 ტურის შემდეგ ბარსელონას 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. ერნესტო ვალვერდეს გუნდი მე-8 ტურში, 6 ოქტომბერს, შინ სევილიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები