Thumbnail

200 მილიონი იაპონელებისგან - ჩელსი უკეთესი ვარიანტს ელის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩელსის იოკოჰამასთან კონტრაქტის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება
  • ლონდონელებმა იაპონელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს
  • ჩელსის სასპონსორო ხელშეკრულება მხოლოდ მანჩესტერული გუნდებისას ჩამორჩება

ლონდონის ჩელსიმ 2015 წელს საბურავების მწარმოებელ კომპანია იოკოჰამასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც კლუბის ბიუჯეტი 200-მილიონი ფუნტი სტერლინგით შეივსო. ''არისტოკრატები'' წელიწადში 40-მილიონ ფუნტს იღებდნენ.

მხარეებს შორის კონტრაქტის ამოწურვამდე რამდენიმე თვე რჩება, ჩელსიმ და იაპონურმა გიგანტმა უკვე დაიწყეს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები, სადაც პირობები არ შეცვლილა, რის გამოც ჩელსი ახალ შემოთავაზებებსაც განიხილავს.

ლონდონელებს უკეთესი შემოთავაზების იმედი აქვთ, მაგრამ ასეთი სპონსორი თუ ვერ გამოჩნდა, მათ ურჩევნიათ კონტრაქტი ისევ იაპონურ კომპანიასთან დადონ და ეს შეთავაზება არ დაკარგონ. ჩელსიზე უკეთესი სასპონსორო პირობები მხოლოდ მანჩესტერულ კლუბებს აქვთ. იუნაიტედი შევროლესგან 64 მილიონ ფუნტს იღებს, ხოლო მანჩესტერ სიტი ეტიჰადის ავიახაზებისგან 45 მილიონი ფუნტით ფინანსდება.

კომენტარები

ბოლო ამბები