Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკამ იტალიის ნაკრებს 46 ქულით მოუგო
  • იტალიელები 43-ე წუთიდან 14 კაცით თამაშობდნენ

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის მე-3 ტურში იტალიის ნაკრებს შეხვდა და მეტოქეს 46 ქულით, 49:3 მოუგო.

სამხრეთაფრიკელებმა იტალიელებს 7 ლელო დაუდეს, 4 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაუტანეს.

📺 სამხრეთ აფრიკა - იტალია 49:3

''სპრინგბოქსმა'' პირველი ტაიმი 17:3 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში მათი უპირატესობა სოლიდური გახდა, რადგანაც 43-ე წუთზე იტალიელებს პირველი ნომერი ანდრეა ლოვოტი გაუძევეს, რის შემდეგაც ''აძურამ'' კიდევ 5 ლელო გაუშვა.

მატჩის საუკეთესო მორაგბე ჩესლინ კოლბი გახდა, რომელმაც იტალიას 2 ლელო დაუდო.

სამხრეთ აფრიკამ ბონუს ქულა მოიპოვა და ახლა B ჯგუფში პირველ ადგილს იტალიასთან ერთად 10-10 ქულით იყოფს. სამხრეთაფრიკელთა მორიგი მეტოქე კანადის ნაკრები იქნება, ხოლო იტალია ბოლო ტურში ახალ ზელანდიას შეხვდება.

სამხრეთ აფრიკა: ლელოები: კოლბი (2), მბონამბი, ლუხანიო, მაპიმპი, სნაიმენი, მარქსი. ანდრე პოლარდის ანგარიშზე 4 გარდასახვა და 2 ჯარიმაა.

იტალიელთა მხრიდან ერთადერთი ჯარიმა ტომაზო ალანმა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები