Thumbnail
  • ჯანო ანანიძის საჩუქარი ქალთა ნაკრების წევრებს
  • სუთიძემ ქართველ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი ნინო სუთიძე სოციალურ ქსელში არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მთავარი გმირიც ჯანო ანანიძე გახლავთ.

როგორც ირკვევა, ჯანო ქალთა ნაკრების ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ფინანსურად დახმარებია, თავად სუთიძისთვის კი საჩუქრად ბუცები გაუგზავნია.

“შეიძლება მისთვის ეს ბუცები არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იშვიათია ადამიანი უანგაროდ გეხმარებოდეს და შენგან არაფერს ელოდეს.

პირველად არის ჩემს გარშემო ასეთი ისტორია და მიხარია, რომ პირადად მე შემემთხვა, რადგან მაქვს საშვალება გავასაჯაროვო თემა, რაც ნამდვილად სათქმელია საზოგადოებაში.
ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!”, - წერს სუთიძე.

ადამიანებს ხშირად უნდა შევახსენოთ პოზიტიური ამბები და მეც პატარა ისტორიას მოგიყვებით. ჯანო, ერთი წლის უკან გავიცანი...

Posted by Nino Sutidze on პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები