Thumbnail
  • ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
  • ქართველი ბურჯის მსოფლიო თასის მიღმა დატოვებამ ბევრი გააოცა

საქართველოს ნაკრების მორაგბის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ლილე სახელაშვილი ქართულ რაგბში არსებულ არაჯანსაღ სიტუაციას და ბოლოდროინდელ წარუმატებელ პერიოდს გამოეხმაურა და აღნიშნულში საქართველოს რაგბის კავშირი და ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაადანაშაულა.

ჟვანია, რომელიც ინგლისური უოსპსის ღირსებას იცავს და პრემიერშიპში მოთამაშე ერთადერთი ქართველი მორაგბეა, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ჟვანიას მართლაც სტაბილური სეზონი ჰქონდა და საერთო აზრით, ეროვნულ გუნდში თამაშს იმსახურებდა. ზურაბის მეუღლემ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შერჩევით სამართალში დასდო ბრალი.

“ყველამ კარგად იცით როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალ ჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამოდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

ამაზე რომ ვერ წამოაგეს შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა ნაკრებში, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში. შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან რომ ყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაში.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს. ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაირა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში”.

გთხოვთ გააზიაროთ-ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას- სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას...

Posted by Lile Sakhelashvili on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები