Thumbnail
  • ჰააგაში, ალკმაარისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი ორი რამით იყო გამორჩეული 
  • სტუმართა უელსელი ნახევარმცველი მოედანზე მასზე მაღალმა ბიჭუნამ წარადგინა 
  • პირველად მოხდა, რომ იუნაიტედმა ევროპალიგის 

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც აზ ალკმაარმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარს ორი რამის გამო დაამახსოვრდება: პირველად მოხდა, რომ გუნდმა ამ ტურნირის მატჩში კარში ვერცერთხელ დაარტყა. და მეორე - დენიელ ჯეიმსი მოედანზე "გიგანტურმა" ბიჭუნამ წარადგინა. ძნელი სათქმელია, რომელი ფაქტი უფრო კომიკურია.

მეტი ამ თემაზე: ევროპალიგა | მანჩესტერ იუნაიტედმა და რომამ ქულები დაკარგეს
  
ალკმაარისა და იუნაიტედის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ჰააგაში, "კარლ ჯინსზე" გამართულ მატჩში სტუმრებს კარში არცერთხელ დაურტყამთ და Opta-ს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი ევროპალიგის მატჩში მეტოქის კარში ერთხელაც ვერ ურტყამს.

რაც შეეხება დენიელ ჯეიმსს, 21 წლის უელსელი ნახევარმცველის სიმაღლე 170 სანტიმეტრია. შედეგად, თამაშის დაწყებამდე ტრადიციული მისალმებისას, ტანმაღალი ბიჭუნას უკან მდგარი ჯეიმსი კადრში სრულებით "დაიკარგა".

მანჩესტერ იუნაიტედს 4 ქულა აქვს და L ჯგუფის სატურნრო ცხრილში მეორეა. მომდევნო ტურში, 24 ოქტომბერს, ინგლისური გუნდი სტუმრად ბელგრადის პარტიზანს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები