Thumbnail

ევროპალიგა | მანჩესტერ იუნაიტედმა და რომამ ქულები დაკარგეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მეორე ტურის მატჩები 
  • მანჩესტერ იუნაიტედის უგოლო მატჩი ჰოლანდიაში
  • გიორგი ქვილითაიას ბოლო 5 წუთი გენტის შემადგენლობაში

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ყურადღების ცენტრში იყო მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც ჰოლანდიურ ალკმაარს ესტუმრა. მატჩი თანაბარი გამოდგა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა. შესაბამისად, გუნდებმა ქულები გაიყვეს. ორი მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 4 ქულა აქვს და ჯგუფს ბელგრადის პარტიზანთან ერთად ლიდერობს.

რომა ავსტრიაში ჩავიდა და ვოლფსბერგერს დაუპირისპირდა. მატჩი იტალიური გუნდის უპირატესობით დაიწყო, რაც ლეონარდო სპინაცოლას გოლში აისახა. მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა აქტიურად შეუტიეს და გაათანაბრეს ანგარიში, შემდეგ კი დაცვაში მწყობრი თამაშით შეინარჩუნეს სასურველი შედეგი. ჯგუფს სწორედ იტალიური და ავსტრიული გუნდები ლიდერობენ 4-4 ქულით.

აღსანიშნავია ესპანიოლის გამარჯვება მოსკოვში. ესპანურმა გუნდმა ცსკა ორი უპასუხო გოლით დაამარცხა. ფეიენოორდმა ასევე 2:0 მოუგო პორტოს, შვეიცარიულმა იანგ ბოიზმა კი შოტლანდიური რეინჯერსი ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა. ბელგიურმა გენტმა 1:1 ითამაშა ოლექსანდრიასთან, გიორგი ქვილითაიამ კი ბოლო 5 წუთი ითამაშა.

რომას ლეონარდო სპინაცოლას გოლი არ ეყო

G ჯგუფი

ფეიენოორდი 2:0 პორტო

გოლები: 1:0 ტოომსტრა (49), 2:0 კარსდორპი (80).

იანგ ბოიზი 2:1 რეინჯერსი

გოლები: 0:1 მორელოსი (44), 1:1 ასალე (50), 2:1 ფასნახი (90).

H ჯგუფი

ცსკა მ. 0:2 ესპანიოლი

გოლები: 0:1 ვუ (64), 0:2 კამპუცანო (90).

ფერენცვაროში 0:3 ლუდოგორეცი

გოლები: 0:1 ლუკოკი (1), 0:2 ფორსტერი (40), 0:3 ფორსტერი (64).

I ჯგუფი

ოლექსანდრია 1:1 გენტი

გოლები: 0:1 დეპოიტრე (6), 1:1 სიტალო (61).

სენტ-ეტიენი 1:1 ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 კოლოძიეჟაკი (13), 1:1 ვილიამი (15).

J ჯგუფი

ბაშაკშეჰირი 1:1 ბორუსია მ.

გოლები: 1:0 ვისკა (55), 1:1 ჰერმანი (90).

ვოლფსბერგერი 1:1 რომა

გოლები: 0:1 სპინაცოლა (27), 1:1 ლიენდი (51).

K ჯგუფი

ბეშიქთაში 0:1 ვულვერჰემპტონი

გოლი: 0:1 ბოლი (90). 

ბრაგა 2:2 სლოვანი

გოლები: 1:0 ვიანა (31), 1:1 სპორარი (45), 2:1 გალენო (63), 2:2 ვიანა (87-საკ. კარში).

L ჯგუფი

ასტანა 1:2 პარტიზანი

გოლები: 0:1 სადიქი (29), 0:2 სადიქი (73), 1:2 რუნარი (85).

ალკმაარი 0:0 მანჩესტერ იუნაიტედი

კომენტარები

ბოლო ამბები