Thumbnail

საბურთალომ დინამოსთან მარცხში მსაჯი დაადანაშაულა, შემდეგ განცხადება წაშალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საბურთალოს გამოხმაურება 2 ოქტომბრის დაპირისპირებაზე
  • გამოხმაურება ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგ კი წაიშალა

საქართველოს ჩემპიონი საბურთალო ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნულ ლიგაში 2 ოქტომბერს გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც საბურთალო თბილისის დინამოს 1:0-ს უგებდა, თუმცა 69-ე წუთიდან ათი კაცით დარჩა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა

კლუბის საიტმა მატჩში საუკეთესოდ შეხვედრის არბიტრი გიორგი ყრუაშვილი "დაასახელა". 

"დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საბურთალო მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები – შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი. პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ საბურთალოს წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია", - წერდა საიტი.

საბურთალოს ოფიციალური საიტი კლუბის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში არა მარტო გიორგი ყრუაშვილს ადანაშაულებდა, არამედ, ჯენერი ხორავასა და გიორგი კიკაჩეიშვილსაც. წერილში გასული სეზონიც გაიხსენეს:

"არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად საბურთალოს საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!"

თუმცა ერთი საათის შემდეგ ეს სტატია საბურთალოს ოფიციალური საიტიდან წაიშალა.

სტატია წაშლამდე

კომენტარები

ბოლო ამბები