Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას საუკეთესო ასეულში მხოლოდ მე-18 ადგილი ერგო
  • ქართველი კალათბურთელის ბასკონია ევროლიგის ახალ სეზონს ხვალ გახსნის

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurohoops.net ევროლიგის 2019-20 წლების სეზონისთვის 100-კაციანი რეიტინგი შეადგინა და მასში ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია მხოლოდ მე-18 ადგილზე შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ახალი გათამაშება სტარტს სწორედ დღეს აიღებს, შენგელიას ბასკონია კი ტურნირში ხვალ ჩაებმება, როდესაც კაუნასში ლიტვის ჟალგირისთან ითამაშებს. Eurohoops.net-მა თავის არჩევანს შესაბამისი განმარტებაც დაუთმო.

თორნიკე შენგელია
დაბადები წელი:
1991
პოზიცია: ფორვარდი
სიმაღლე: 2.06 მ.
2018-19 წლების სტატისტიკა: 11.4 ქულა, 4.3 მოხსნა, 1.6 პასი, 1.1 ჩაჭრა საშუალოდ 24:29 წუთში (20 მატჩი)

ბასკონიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პირველ სეზონი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც შენგელია ელოდა. თორნიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირის მე-2 წრეში ერთბაშად 14 მატჩი გამოტოვა და პლეი ოფში მოსკოვის ცსკა-სთან სერიაშიც ძველებურად სარგებლიანი ვერ იყო.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ 2017-18 წლების სეზონთან შედარებით, როდესაც ქართველი ევროლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, მისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც მცირედით დაეცა.

4 ოქტომბერს, შენგელია ახალ სეზონს იწყებს და ეცდება, ძველებურად ბასკონიელთა გამოკვეთილ ლიდერად იქცეს, რომელიც შეტევაშიც ეფექტურია და დაცვაშიც სარგებლიანად მოქმედებს. მისი შედეგიანი გარჯა ბასკონიას ძალიან სჭირდება.

ალბათ, საინტერესო იქნება იმ კალათბურთელთა ჩამონათვალის გაცნობაც, რომლებიც აღნიშნულ რეიტინგში ქართველ ლეგიონერზე წინ აღმოჩნდნენ.

17. ალექსეი შვედი (ხიმკი), 16. ენტონი რენდოლფი (რეალი), 15. ბრენდონ დევისი (ბარსელონა), 14. ედი ტავარესი (რეალი), 13. მალკოლმ დელეინი (ბარსელონა), 12. სერხიო ტავარესი (მილანო), 11. მაიკ ჯეიმსი, 10. ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი), 9. კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩე), 8. ვასილიე მიჩიჩი (ეფესი), 7. კორი ჰიგინსი (ბარსელონა), 6. იან ვესელი (ფენერბაჰჩე), 5. ფაკუნდო კამპაცო (რეალი), 4. ნანდო დე კოლო (ფენერბაჰჩე), 3. უილ კლაიბერნი (ცსკა), 2. შეინ ლარკინი (ეფესი), 1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა).

ბასკონიას კალენდარი ევროლიგის 2019-20 წლების სეზონში

 

კომენტარები

ბოლო ამბები