Thumbnail

‘ფულზე ნუ ლაპარაკობ, კლოუნო!’ - ობამეიანგი დორტმუნდის ბოსს ემუქრება

  • არსენალის ფორვარდი დორტმუნდის შეფს დაუპირისპირდა
  • ობამეიანგს ვატცკეს კომენტარი არ ესიამოვნა

ლონდონის არსენალის ვარსკვლავმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დორტმუნდის ბორუსიას გენერალურ მენეჯერ ჰანს-იოახიმ ვატცკეს უპასუხა. თუმცა სიტყვა ‘უპასუხა’ რბილი ნათქვამია. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ 30 წლის გაბონელი თავდამსხმელი BVB-ს 60 წლის შეფს დაემუქრა!

“თქვენთვისვე ჯობია, რომ არასდროს ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ წამოვედი დორტმუნდიდან მისტერ ვატცკე. თქვენ კლოუნი ხართ.” - წერს ობამეიანგი ‘ტვიტერზე’ გამოქვეყნებულ პოსტში.

გაბონელი აგრძელებს: “მახსოვს ის დრო, როცა თქვენ თქვით, უსმან დემბელეს არასდროს გავყიდითო. მერე კი, როცა 100 მილიონზე მეტი შემოგთავაზეს, თქვენ პირველი იყავით, ვინც ფული აიღო. ასე, რომ ფულზე ნუ ილაპარაკებთ. თავი დამანებეთ!”

რატომაა ობამეიანგი ვატცკეზე ასე გაბრაზებული? დორტმუნდის ბოსმა ‘ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის’ მიცემულ ინტერვიუში შემდეგი რამ თქვა: “ცხადია, რთულია ფეხბურთელის შენარჩუნება, როცა ასეთ თანხებზეა ლაპარაკი. ზოგიერთი მათგანი ფულის გამო ტოვებს კლუბს და გადადის ახალ გუნდში, სადაც წლების მანძილზე ვეღარ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. მართალია, ობამეიანგი არსენალში შესანიშნავად თამაშობს და გულიც უთბება, როცა საკუთარ საბანკო ანგარიშზე არსებულ ბალანსს ამოწმებს ხოლმე, მაგრამ სამშაბათობითა და ოთხშაბათობით ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურებს და ნაღვლიანდება.”

ახლო წარსულში ვატცკე და ობამეიანგი მეგობრები იყვნენ

შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის ბორუსიადან ლონდონის არსენალში 2018 წლის იანვარში გადავიდა და მას მერე მხოლოდ ევროპალიგაში თამაშობს, ვატცკეს დორტმუნდი კი ჩემპიონთა ლიგაშია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები