Thumbnail
  • გიორგი მიქაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა.
  • საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩს ეროვნული ლიგა 3-ის გუნდთან გამართავს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მორიგ შეკრებას გაივლის. გიორგი მიქაძის გუნდი 11-15 თებერვალს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მოემზადება.

შეკრების ბოლო დღეს, U18 საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ეროვნული ლიგა 3-ის გუნდ არაგვს დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ანდრიაძე (გაგრა), ლევან კონცელიძე (შევარდენი).

მცველები: ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ.), ივანე სირაძე (ლოკომოტივი), ბექა ხარშილაძე (დინამო თბ.), არჩილ ბასარია (დინამო თბ.), სერგი არჩვაძე (გაგრა), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), არჩილ შალამბერიძე (შევარდენი), ლუკა მაღრაძე (შევარდენი).

ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი (დინამო თბ.), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), ივანე ოქროპირიძე (ლოკომოტივი), ლუკა ხორხელი (იბერია 2010), ზვიად გოგია (შევარდენი), გიგა გულდედავა (დინამო თბ.), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), ვაკო ქელდიშვილი (ცხინვალი).

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი ხარშილაძე (დინამო თბ.), თემურ გაბუნია (დინამო თბ.), გიორგი გოგობერიშვილი (დინამო თბ.).

კომენტარები

ბოლო ამბები