Thumbnail

‘გიჟი არ ვარ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს!’ - რონალდომ მომავალზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდო დიდი ხანია ფიქრობს, რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ
  • პორტუგალიელს საფეხბურთო მოედანს მიღმაც პირველობა სურს

ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ფეხბურთი ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. მიყვარს იმ ფანებისთვის სიამოვნების მინიჭება, რომლებსაც რონალდო უყვართ. ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი მენტალიტეტია!” - განაცხადა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა Sportbible-თან ინტერვიუში.

კრიშტიანომ ასევე აღნიშნა, რომ მისი კარიერის დასასრული ახლოვდება: “5 წელია, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვხედავ საკუთარ თავს საფეხბურთო მოედნის მიღმა. ვინ იცის, რა მოხდება გაისად, ან ორი წლის შემდეგ.” ბოლო წლებში CR7-მა მოდის საკუთარი კომპანია შექმნა, ასევე ფლობს რამდენიმე სასტუმროს მშობლიურ მადეირაზე.

რონალდოზე ხშირად ამბობენ, რომ ის ზედმეტად ამბიციურია. “გიჟი არ ვარ. ვარჯიშით კი არა, წარმატების მიღწევის სურვილით ვარ შეპყრობილი. ეს კი სულ სხვა რამ არის!” - აცხადებს კრიშტიანო ხსენებულ ინტერვიუში.

პორტუგალიელმა თავის გრანდიოზულ კარიერაში უკვე შეძლო 697 გოლის გატანა და მოიგო 31 ტიტული. კრიშტიანოს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და თითქმის წარმოუდგენელია, რომ კარიერა ამაზე ადრე დაასრულოს.

კრიშტიანოს გოლი ლევერკუზენის კარში

რონალდო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა და ამბობს, რომ კარიერის შემდეგაც მწვერვალზე სურს ყოფნა: “იმისათვის, რომ ფეხბურთში უმაღლესი მიზნებისთვის მიმეღწია, ძალიან ბევრი წელი, მძიმე შრომა და სპორტისთვის თავის მიძღვნა დამჭირდა. ფეხბურთს მიღმა კი მწვერვალზე ჯერ არ ვარ, მაგრამ მებრძოლი ადამიანი ვარ და არ მინდა, მეორე, ან მესამე ვიყო. მე ყოველთვის პირველობა მსურს და 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც პირველი ვიქნები.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები