Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტი JudoMedal Challenge-ში ჩაერთო
  • ლიპარტელიანმა თავად 4 ძიუდოისტი გამოიწვია

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონის ლუკაშ კრპალეკის გამოწვევა მიიღო და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ამ დღეებში დაწყებულ JudoMedal Challenge-ში ჩაერთო.

აღნიშნული ჩელენჯის სქემა მარტივია. ძიუდოისტებს მედალთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება ევალებათ, სადაც სხვა 3 ძიუდოისტი უნდა მონიშნონ და შესაბამისი გამოწვევაც გაუგზავნონ.

ეს თავისებური აქცია სწორედ საერთაშორისო ფედერაციამ გახსნა და ჩელენჯში ბერძენი ილიას ილიადისი (იგივე ჯარჯი ზვიადაური), უკრაინელი დარია ბილოდიდი და ჩეხი ლუკაშ კრპალეკი ჩართო.

ქართველ ძიუდოისტს გამოწვევა სწორედ ჩეხმა ვარსკვლავმა გაუგზავნა, რომელმაც თავის ფოტოზე უკრაინის სახელით მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი გიორგი ზანთარაია და ვეტერანი იაპონელი ძიუდოისტი კოსეი ინუე მონიშნა.

ლიპარტელიანმა გამოწვევა მალევე მიიღო და თავის მხრივ ჩელენჯში ერთბაშად 4 ძიუდოისტი – ესპანეთის ნაკრების ქართველი ლიდერი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ებრაელი პეტერ პალჩიკი, სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო და იაპონელი აარონ ვოლფი ჩართო.

I accept the challenge from @lukaskrpalek and nominate @aaron_wolf0225 @peter.paltchik @choguham @nikoshera #judomedal #challenge #judo

Posted by Varlam Liparteliani on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2019

ის ძიუდოისტი, რომლის პოსტიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, საერთაშორისო ფედერაციისგან სპეციალური კიმონითი დასაჩუქრდება. შეჯიბრი მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1 ნოემბერს კი გამარჯვებულის ვინაობა გვეცოდინება.

კომენტარები

ბოლო ამბები