Thumbnail
  • საქართველო 10:45 ფიჯი
  • 'ბორჯღალოსნებმა' მატჩი, რომლისთვისაც 4 წელი ემზადებოდნენ, დიდი ანგარიშით წააგეს
  • საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდის ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე მესამე მატჩი გამართა, ფიჯისთან 10:45 განადგურდა და ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავების შანსი, რაც მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს იძლეოდა.

ოსაკაში წვიმიან ამინდში გამართული მატჩის საწყისი 20 წუთი ძირითადად ფიჯელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. მეტოქე რამდენჯერმე დაჯარიმდა და ოცდაორში შესვლაც მოვახერხეთ, თუმცა, პერსპექტიული შეტევის დროს, სოსო მათიაშვილს ბოჭვისას ბურთი წინ დაუვარდა. მალევე, მას ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი მიეცა, თუმცა, ახლო მანძილიდან ჯარიმა ააცილა. საინტერესოა, რომ ამ დროს ბურთმა ძელს ისე ახლოს ჩაუარა, რომ მსაჯებმა ალმები აღმართეს, თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დარტყმა მიზანს ასცდა.

📺 საქართველო - ფიჯი 10:45

შეხვედრის პირველი ლელო მე-19 წუთზე გავიდა და სამწუხაროდ, ის კუნძულელებმა დადეს. მეტოქის შედეგიანი შეტევა "ბორჯღალოსანთა" უხეშ შეცდომას მოჰყვა. გადაკიდებულ ბურთზე თამაში გიორგი კვესელაძეს მართებდა, თუმცა, მას სემი რანდ'რანდ'რამ დაასწრო, ბურთი ვაისეა ნაია'თალევუს ამოუგდო და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. ბენა ვოლა'ვოლამ გარდასახვაც გაიტანა და ფიჯი 7:0 დაწინაურდა.

📺 ვაისეა ნაია'თალევუს ლელო

ამ ეპიზოდმა მოწინააღმდეგე გაათამამა და თამაში ჩვენს ნახევარზე გადმოვიდა. "ბორჯღალოსნებს" შეტევის წამოწყება უჭირდათ, მეტოქემ კი ხაზი კიდევ ერთხელ გაჭრა და იმავე ნაია'თალევუს ბურთი წინ რომ არ დავარდნოდა, ლელო გარდაუვალი იყო. საინტერესოა, რომ შეხვედრის ზელანდიელმა რეფერი პოლ უილიამსმა აშკარა წინ პასი ვერ დაინახა და მალევე, მანვე სანდრო თოდუაზე აშკარა უხეში ბოჭვაც გაატარა...

ამ უკანასკნელის გარღვევა ქართველთა ჩინებულ კონტრიერიშს მოჰყვა, რომლის შედეგადაც ჩვენი გუნდი მეტოქის ხუთმეტრიან ზოლში შევიდა. ამ დროს გიორგი ნემსაძეს ლელოს დადებამდე ცოტა დააკლდა, მსაჯმა კი ჯარიმა დააბრუნა (სინბინის გარეშე) და სოსო მათიაშვილს კარის წინიდან დარტყმა აღარ გასცუდებია. პირველ ტაიმში "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთი იერიში ჰქონდათ, თუმცა, უკვე გაწითლებულ დროზე არბიტრმა უნებლიე ბლოკი დაგვაბრალა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ...

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

📸 | საქართველო 10:45 ფიჯი

მე-2 ტაიმის სტარტზე ფიჯელებმა სხვაობის გაზრდა მოახერხეს, რაც მათი ინდივიდუალური ქმედებების გარდა, ქართველთა შეცდომების შედეგი იყო. მარცხენა ფლანგზე ბოჭვა ჯერ კვესელაძეს გაუცუდდა, შემდეგ კი მათიაშვილს, რაც კუნძულელებთან შეხვედრაში დამღუპველია. ამ ეპიზოდში ბევრი რამ კინი მური'მური'ვალუს ჩინებულმა ოფლოუდმა განაპირობა, რასაც ფრანკ ლომანის ლელო მოჰყვა - 3:12.

📺 ფრანკ ლომანის ლელო

საქართველოს ნაკრები უდისციპლინო თამაშმა და ელემენტარულმა ხარვეზებმა კიდევ ერთხელ 49-ე წუთზე აზარალა. ჯარიმის შემდეგ, ფიჯი ჩვენს ოცდაორში შემოვიდა და უელსის და ურუგვაის დარად, პირველივე ფაზაში დაგვალელოვა. ამ შემთხვევაში ბოჭვის განხორციელება თოდუამ და მათიაშვილმა ვერ მოახერხეს და ჯოასუა ტუისოვას დამწევი აღარავინ იყო - 3:17.

საქართველოს ნაკრებმა საპასუხო ლელო მომდევნო შეტევაშივე დადო და ეს, თითქოს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ცენტრიდან გადაკიდებული ბურთი კვესელაძემ დაიჭირა, იერიში კარგად განავითარა ოთია გიორგაძემ, ბოლო მომენტში კი დიდებულად გაისარჯა "ბორჯღალოსანთა"  ვეტერანი მამუკა გიორგოძე, რომელმაც ბურთის ლელოში გადადება მოახერხა. მათიაშილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 10:17 გახდა. ეს ეპიზოდი, შესაძლოა, თამაშში გარდამტეხი გამხდარიყო, თუმცა, დაცვაში ბავშვურმა შეცდომებმა თამაშის გადარჩენი შანსი არ დაგვიტოვა.

📺 მამუკა გორგოძის ლელო

კუნძულელთა მე-4 ლელო ისევ უმარტივეს კომბინაციას მოჰყვა, როდესაც ქართველი მორაგბეები პირველივე ფაზაში ბურთის უბრალოდ ხაზზე ჩათამაშებისთვის ისევ არ აღმოჩნდნენ მზად. სამწუხაროდ, მათიაშვილმა პოზიცია კვლავ დაკარგა, სემი რანდ'რანდ'რამ კი მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეისეირნა და ბენ ვოლა'ვოლას იოლი გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 10:24.

ამ ლელომ საქართველოს ნაკრები სრულიად მოშალა და იმ მომენტში, როდესაც თითქოს ჩვენებურთა ფიზიკური უპირატესობა უნდა გამოკვეთილიყო, "მფრინავმა" ფიჯელებმა ამ მხრივაც გვაჯობეს. "ბორჯღალოსნები" მეტოქის იერიშების შეჩერებას მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე ახერხებდნენ, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია. თავდაპირველად შიგნით შექცეული პასის შემდეგ სემი კუნატანიზე ერთბაშად 3 ბოჭვა გაცუდდა, შემდეგივე შეტევაში კი უკვე დემორალიზებული ქართველები შეცვლაზე შესულმა აპი რატუნია'რავამ დაალელოვა, 75-ე წუთზე კი სემი რანდრ'რანდ'რამ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, დუბლი შეასრულა.

📺 აპი რატუნია'რავას ლელო

საბოლოოდ, მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა (მათ შორის, ქართველთა ქებულ შერკინებასა და მოლში), 7-ჯერ დაგვალელოვა და უელსის ნაკრებზე უფრო დიდი სხვაობით - 45:10 გვაჯობა, რაც ფრიად დასაფიქრებელი ამბავია. ასეთი უსუსურად მოთამაშე (მხოლოდ 37 გაცუდებული ბოჭვა რად ღირს) "ბორჯღალოსნები" დიდი ხანია არ გვინახავს და ცხადია, რომ ეს ყოველივე კარდინალური ცვლილებების მომასწავებელი უნდა იყოს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 11 ოქტომბერს, ქალაქ ფუკუროიში "ბორჯღალოსანთა" მეტოქე ავსტრალიის უძლიერესი გუნდი იქნება. ამ დროისთვის, D ჯგუფს 9 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯის 7 ქულა აქვს, ავსტრალიას - 6, საქართველოს - 5, ხოლო ურუგვაის - 4.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები