Thumbnail

ჰაალანდი არ ჩერდება - ნორვეგიელმა ზლატანმა ლივერპულსაც გაუტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზალცბურგმა ენფილდზე 0:3 ამოქაჩა, თუმცა სალაჰმა ლივერპულს მოაგებინა
  • 19 წლის ჰაალანდმა მოედანზე შესვლიდან 4 წუთში გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის გმირი ზალცბურგის 19 წლის ფორვარდი ერლინგ ბრაუტ ჰაალანდი იყო, რომელმაც გენკის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. სამი დღით ადრე ჰაალანდს ჰეთ თრიკი ავსტრიის ბუნდესლიგაში ჰქონდა შესრულებული და მასზე საფეხბურთო სამყაროც ალაპარაკდა - მანჩესტერ სიტის ყოფილი მცველი ალფ-ინგე ჰაალანდის შვილი ამის მერე დაშავდა და ლივერპულთან მისი თამაში საეჭვო იყო.

ლივერპულმა ზალცბურგთან იოლად დაიწყო, მანეს, რობერტსონისა და სალაჰის გოლებით 3:0 დაწინაურდა, თუმცა პირველივე ტაიმის ბოლოს კორეელმა ჰვანმა მოახერხა ის, რაც "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პირველი ტურის მერე არავის გაუკეთებია, გოლი გაიტანა ლივერპულის კარში. 

მატჩის 56-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს, იმედი გაჩნდა და მწვრთნელმა მოედანზე ჰაალანდი შეიყვანა. ზუსტად 4 წუთში მან ანგარიში გაათანაბრა! - 3:3.

📺  ჰაალანდის გოლი ლივერპულის კარში

ავსტრიელებისთვის სამწუხაროდ, ზალცბურგმა ეს შედეგი ვერ შეინარჩუნა, მოჰამედ სალაჰმა 69-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, ლივერპულმა პირველი მოგება ჩაიწერა - 4:3. 

ჰაალანდმა მაისში ნორვეგიის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

E ჯგუფი

გენკი 0:0 ნაპოლი    

ლივერპული 4:3 ზალცბურგი

გოლები: 1:0 მანე (9), 2:0 რობერტსონი (25), 3:0 სალაჰი (36), 3:1 ჰვანი (39), 3:2 მინამინო (56), 3:3 ჰაალანდი (60), 4:3 სალაჰი (69)

F ჯგუფი

სლავია 0:2 დორტმუნდი

გოლები: 0:1 ჰაკიმი (35), 0:2 ჰაკიმი (89)

ბარსელონა 2:1 ინტერი

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (3), 1:1 ლუის სუარესი (58), 2:1 ლუის სუარესი (84)

G ჯგუფი

ლაიპციგი 0:2 ლიონი

გოლები: 0:1 დეპაი (11), 0:2 ტერიე (65)

ზენიტი 3:1 ბენფიკა

გოლები: 1:0 ძიუბა (22), 2:0 დიაში (70 ავტოგოლი), 3:0 აზმუნი (78), 3:1 დე ტომასი (85)

H ჯგუფი

ლილი 1:2 ჩელსი

გოლები: 0:1 აბრაჰამი (22), 1:1 ოსიმენი (33), 1:2 ვილიანი (78)

ვალენსია 0:3 აიაქსი

გოლები: 0:1 ზიეხი (8), 0:2 პრომესი (34), 0:3 ვან დე ბეეკი (67)

კომენტარები

ბოლო ამბები