Thumbnail
  • სლავია 0:2 დორტმუნდი
  • გენკი 0:0 ნაპოლი

F ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში სლავიამ პრაღაში დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გერმანული კლუბი 4 ქულით ლიდერია - ამავე ჯგუფის მატჩი ბარსელონასა ინტერს შორის ამჟამად მიმდინარეობს. 

📺 0:1 ჰაკიმი 35'

აშრაფ ჰაკიმიმ მარჯვენა ფლანგი მთლიანად გაიარა, მოატყუა მცველი და მეკარეც და ანგარიში გახსნა.

📺 0:2 ჰაკიმი 89'

ბოლოსწინა წუთზე დორტმუნდმა კონტრშეტევაზე გაიტანა - იულიან ბრანდტმა ჰაკიმი მოძებნა და მაროკოელმა მცველმა დუბლი შეასრულა. 

ჰაკიმი პირველი მაროკოელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა.

სლავია 0:2 დორტმუნდი

გოლები: 0:1 ჰაკიმი (35), 0:2 ჰაკიმი (89)

სლავია (4-2-3-1): კოლარჟი - ცოუფალი, ჰოვორკა, კუდელა, ბონილი - სოუჩეკი, შევჩიკი - მასოპუსტი (76. ჟელენი), სტანჩუ (83. შკოდა), ოლაინკა - ტეცლი (59. ვან ბურენი) 

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი (90. ზაგადუ), აკანჯი, ჰუმელსი, პიშჩეკი - ვიტსელი, დელეინი - სანჩო (74. თ. აზარი), ბრანდტი (92. გიოტცე), გერეირო - როისი

გენკი 0:0 ნაპოლი

გენკი (4-3-3): კუცკე - მაელე, კუესტა ფიგეროა, ლუკუმი, ურონენი - ბერგი, ჰაგი (92. ჰეინენი), ჰროსოვსკი - ბონგონდა (89. პაინცილი), სამატა, იტო 

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, რუი (33. მალკუიტი) - ალანი, რუისი, ელმასი (58. მერტენსი) - კალეხონი, მილიკი (72. ფ. ლორენტე), ლოსანო 

კომენტარები

ბოლო ამბები