Thumbnail

‘რეალს რაღაც აკლია და ეს ვაჩვენე!’ - დენისმა გოლის აღნიშვნა განმარტა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ემანუელ დენისმა რეალ მადრიდს დუბლი შეუსრულა
  • მან კრიშტიანო რონალდოს სტილში იზეიმა
  • ბრიუგეს ფეხბურთელმა განმარტა, რატომ მოიქცა ასე

‘სანტიაგო ბერნაბეუზე’ შესრულებული დუბლის შემდეგ (ბრიუგემ რეალთან ფრეს მიაღწია), ემანუელ დენისმა განმარტა, რატომ აღნიშნა გოლები კრიშტიანო რონალდოს სტილში.

“მინდოდა, მათთვის (რეალის ფანებისთვის) მეჩვენებინა, რომ მათ რაღაც აკლიათ, - განაცხადა დენისმა მადრიდში 2:2-ის შემდეგ და ცხადია, მსოფლიოს 5-გზის საუკეთესო ფეხბურთელი იგულისხმა, რომელიც 2018 წლიდან იუვენტუსში თამაშობს.

“რონალდო მომწონს, ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. არ მომწონს, რომ კრიშტიანო რეალიდან წავიდა,” - დასძინა ბრიუგეს შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ რეალმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში პარი სენ-ჟერმენთან 0:3 წააგო, მეორე ტურში კი, საკუთარ მოედანზე ბრიუგესთან 2:2 ითამაშა. შედეგად, ორი ტურის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

დენისმა მატჩის წინ ისიც თქვა, რომ თუ ‘სანტიაგო ბერნაბეუზე’ გაიტანდა, შესაბამის ტატუს გაიკეთებდა. “ეს ხუმრობა იყო, ბლეფი. უბრალოდ მინდოდა, რომ მატჩის წინ რაღაც საინტერესო მეთქვა,” - აღნიშნა დენისმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები