Thumbnail
  • კუნძულელთა მწვრთნელი ჯგუფში მე-3 ადგილს უმიზნებს
  • ფიჯელები პესელი იატოს დაბრუნებამ ხასიათზე მოიყვანა

ფიჯის სარაგბო ნაკრებს, რომელიც 3 ოქტომბერს მსოფლიო თასის ეგიდით საქართველოს დაუპირისპირდება, დღეს, ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში ჰქონდა. კუნძულელებმა პრინციპული თამაშისთვის ბოლო დეტალები გაიარეს, შემდეგ კი, პრესკონფერენციისთვისაც მოიცალეს, რომელზეც ნაკრების მწვრთნელი ჯონ მაკ’ქი და კაპიტანი ნდომი ვანქანი’მბუროტუ წარსდგნენ.

ჯონ მაკ’ქი: “ხუთშაბათის მატჩში სასწორზე ბევრი რამ დევს. ამ თამაშის შედეგი სატურნირო ცხრილში ადგილების განაწილებაზე დიდად იმოქმედებს. ცხადია, საუბარი არაა მხოლოდ პლეი ოფში გასვლაზე. მე-3 პოზიცია მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს იძლევა და მისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.

ბიჭებს საკუთარი შესაძლებლობები სრულად ჯერაც არ წარმოუჩენიათ და მოტივაცია ნამდვილად არ აკლიათ. საქართველოსთან თამაში მართლაც გამოწვევაა, რადგანაც უდიდესი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს. თუკი ფიზიკურად დავიჩაგრეთ, შესატევი პოზიციების მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება. განსაკუთრებით ბოჭვის არეში უნდა ვიყოჩაღოთ”.

🇫🇯 Captain's Run 🏃🏽 complete for our Fiji Airways Flying Fijians at Hanazono Rugby Stadium in Osaka ahead of tomorrow's...

Posted by Fiji Rugby on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2019

ფიჯელთა კაპიტანმა ნდომი ვანქანი’მბუროტუმ, რომელიც ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამედ ითამაშებს, ყურადღება ძირითადად პესელი იატოს დაბრუნებაზე გაამახვილა. ეს უკანასკნელი ავსტრალიელებთან თამაშში მინდორზე გახლდათ და ლელოც დადო, გთუმცა, ტვინის შერყევაზე ეჭვის გამო, უკვე 25-ე წუთზე შეცვალეს...

ნდომი ვანქანი’მბუროტუ: “ტრავმირებული იატოს დაბრუნება ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავია. პესელი მსოფლიო თასის მონაწილე მორაგბეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ჯანიანია და თამაშზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. იატოს ბურთის წაღებაც კარგად ეხერხება, ეს კი, საქართველოსთან მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ფიჯის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, თბილისის დროით 09:15 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები